სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

პროგრამის მიზანი

'სეუს' სამართლის საბაკალავრო პროგრამა მიზნად ისახავს, მოამზადოს თანამედროვე, კვალიფიციური, სათანადო უნარებით აღჭურვილი იურისტი, შეასწავლოს ისეთი წმინდა იურიდიული მეთოდები, როგორიცაა - კაზუსის ამოხსნა, სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება და სასამართლო პროცესში მონაწილეობა, შესძინოს სამართლებრივი პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის, კომუნიკაციისა და სწავლის უნარი, გამოუმუშავოს პროფესიული ეთიკისა და სამართლებრივი ღირებულებების დამკვიდრებისაკენ სწრაფვის უნარი.

სწავლების ორგანიზების, სწავლების მიზნებისა და განსაკუთრებული მიდგომების შედეგად, სეუ-ს სამართლის პროგრამის ბაკალავრის ხარისხი წარმოადგენს ერთდროულად ფუნდამენტური საბაზისო იურიდიული განათლების არსებობისა და სხვადასხვა დისციპლინების ცოდნისადმი გახსნილობის დასტურს , რაც უმთავრესი აქტივებია თანამედროვე, კვალიფიციური იურისტისათვის.

პროგრამის აქტუალურობა

თანამედროვე ცივილური სახელმწიფოების უმაღლესი განათლების სფეროში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სპეციალობა სამართალმცოდნეობაა, იურიდიული სკოლის არსებობა სახელმწიფოსთვის  უმნიშვნელოვანესია. აქ მიზეზი ცხადი და მარტივია - სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნდამენტი ძლიერი სამოქალაქო საზოგადოებაა, რომელიც თავის მხრივ უზენაეს ღირებულებად აღიარებს ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს. სახელმწიფოსა და მოქალაქეებს შორის მუდმივად საჭიროა ურთიერთდამოკიდებულების გაწონასწორება, შესწავლა, რიგი შეზღუდვების დადგენა, თავისუფლებების აღიარება და უზრუნველყოფა.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში არაერთი აკრედიტირებული სამართლის საბაკალავრო პროგრამა მოქმედებს, იურიდიული განათლების მიღების მსურველებისათვის მეტი არჩევანის შეთავაზება აუცილებელია. მით უმეტეს, რომ მოთხოვნა ხარისხიანი იურიდიულ განათლების მიღებაზე საკმაოდ მაღალია და ამასთანავე ნათლად ჩანს, რომ მოქმედი სამართლის საბაკალავრო პროგრამებზე გამოცხადებული ადგილები ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით არ ივსება, ანუ აბიტურიენტებისათვის მეტი არჩევანის მიცემამ გამოიწვია ჯანსაღი კონკურენცია, რაც თავისთავად უმაღლესი სასწავლებლებისათვის ხარისხზე ორიენტირების სტიმულია. სტუდენტებს მობილობის მეშვეობით შეუძლიათ სპეციალობის ან სასწავლებლის შეცვლა, რათა მიიღონ მაღალი ხარისხის იურიდიული განათლება და აირჩიონ პროგრამა რომელიც მათ მისცემს დასაქმებისათვის აუცილებელ ცოდნასა და შესძენს ისეთ პროფესიულ/პრაქტიკულ უნარებს, რომელიც მათ დაეხმარებათ წარმატებული იურისტები გახდნენ.

მოქმედი დარგობრივი დოკუმენტი, უმაღლესი იურიდიული განათლებისათვის გარკვეულ ჩარჩოებს აწესებს, თუმცა კანონით დადგენილი ჩარჩოს ფარგლებშიც შესაძლებელია სიახლეების შეთავაზება სამართლის საბაკალავრო პროგრამაზე სწავლის მსურველთათვის.

წარმოდგენილი სამართლის საბაკალავრო პროგრამა აქტუალურია რამდენიმე მიმართულებით:

  • პროგრამა მიზნად ისახავს რამდენიმე სრულიად ახალ სასწავლო დისციპლინას, რომელიც სპეციალურად  ამ პროგრამისათვის იქნა შემუშავებული სპეციალობის არჩევითი სასწავლო კურსის სახით - შესავალი სპორტის სამართალში, კულტურული მემკვიდრეობის სამართალი, აგრარული და სურსათის უვნებლობის სამართალი და ა.შ
  • განსაკუთრებული აქცენტია გაკეთებული სწავლების ისეთ მეთოდზე, როგორიცაა პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება, რომელიც თავის მხრივ რამდენიმე მეთოდს მოიცავს და სტუდენტებს, სამართლის სხვადასხვა დარგში წამოჭრილი პრობლემის დამოუკიდებლად გადაჭრაზე მუშაობის უნარის გარდა, განუვითარებს იურისტის პრაქტიკული საქმიანობის განხორციელებისათვის აუციებელ უნარებს.
  • პროგრამა მოიცავს სავალდებულო კომპონენტს სახით პრაქტიკული უნარებისა და პროფესიული ეთიკის კურსს, რომელსაც სტუდენტები დაეუფლებიან პროგრამის განმახორციელებელი უნივერსიტეტის სივრცეში განთავსებული იურიდიული კლინიკის ფარგლებში, რომელსაც ასევე გამოცდილი პრაქტიკოსი იურისტები უხელმძღვანელებენ.
  • პროგრამის განხორციელებაში მონაწილეობს აკადემიური პერსონალი და მოწვეული პერსონალი, რომელთა ნაწილს ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების წამყვან უნივერსიტეტებში აქვს მიღებული იურიდიული განათლება, განხორციელებული აქვთ კვლევა და იმავდროულად ეწევიან პრაქტიკულ საქმიანობას, პროგრამის განხორციელებაში მონაწილეობენ ასევე პრაქტიკოსი იურისტები, რომლებიც სასწავლო კურსების პრაქტიკულ ნაწილს უძღვებიან ან/და დამოუკიდებლად მიჰყავთ კურსი.
Message body empty