სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

პროგრამის მიზანი

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს სამართლის სამაგისტრო პროგრამის მიზნებია:

• შესძინოს ღრმა და სისტემური ცოდნა კერძო, სისხლის ან საჯარო სამართლის სფეროში არჩეული კონცენტრაციის ფარგლებში, საუკეთესო პრაქტიკის განზოგადებით ან/და შედარებითსამართლებრივი მეთოდოლოგიის გამოყენებით;


• გამოუმუშაოს ინოვაციური მიდგომები ნორმის სწორად ინტერპრეტაციის, რთული სამართლებრივი პრობლემების კომპლექსურად შეფასების და საბოლოოდ სამართლებრივი ამოცანის გადასაწყვეტად;


• შესძინოს შესაბამისი სფეროს უახლესი მიღწევების გაცნობისა და მეცნიერულ-თეორიული და პრაქტიკული კვლევის დამოუკიდებლად განხორციელების უნარი;


• გამოუმუშაოს კერძო, სისხლის ან საჯარო სამართლის სფეროში საკუთარი კომპლექსური და ორიგინალური სამართლებრივი დასკვნების ჩამოყალიბების უნარი;


• გამოუმუშაოს აკადემიური ეთიკის სტანდარტების დაცვით აკადემიური და პროფესიული საზოგადოებისთვის წერილობითი და ზეპირი ფორმით ქართულ და უცხო ენებზე საკუთარ კვლევის შედეგების და სამართლებრივი დასკვნების არგუმენტირებულად გადაცემის უნარი;


• გამოუმუშაოს სამართლის სფეროში პრაქტიკული საქმიანობისას პროფესიული ეთიკისა ნორმების დაცვითა და დემოკრატიული ფასეულობების გათვალისწინებით მოქმედების უნარი.

სწავლის შედეგები

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს სამართლის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებული:

•  ფლობს ღრმა და სისტემურ თეორიულ ცოდნას კერძო, სისხლის ან/და საჯარო სამართლის სფეროში კომპლექსური ან/და ინტერდისციპლინური პრობლემების გადაწყვეტის ახლებური ხედვის ფორმირებისათვის;


•  აღწერს ეროვნული და უცხოური სამართლის მიღწევებს, ნაციონალური და/ან საერთაშორისო სასამართლოების პრაქტიკისა და პრეცედენტების განვითარების პერსპექტივებსა და ძირითად ტენდენციებს, საერთაშორისო და ეროვნული სამართლის ურთიერთკავშირისა და ურთიერთმიმართების პრობლემებს;


• ხსნის საერთაშორისო სამართლის ან/და ევროკავშირის სამართლის ეროვნულ სამართალზე ზემოქმედების ასპექტებს, განსაზღვრავს კომპარატივისტიკის მეთოდის გამოყენების მნიშვნელობას.


• აღწერს ეთიკის წესებს და დისციპლინური სამართალწარმოების თავისებურებებს.


• ფლობს სამეცნიერო კვლევის თანამედროვე დარგობრივ მეთოდებს, აკადემიური პატიოსნების წესებსა და აკადემიური ეთიკის საკითხებს, პროფესიული სამეცნიერო ტექსტების შექმნის ძირითად წესებსა და და პრინციპებს.

უნარი:


საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს სამართლის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებული:


• ამოიცნობს და კომპლექსურად აფასებს კერძოსამართლებრივ, სისხლისსამართლებრივ ან საჯაროსამართლებრივ რთულ პრობლემებსა და იურიდიული შემთხვევის ფაქტობრივ გარემოებებს, ახორციელებს რთული და არასრული ინფორმაციის ინოვაციურ სინთეზს, კრიტიკული ანალიზისა და შედარებითსამართლებრივი მეთოდის გამოყენებით შეიმუშავებს პრობლემის გადაწყვეტის ახალ, ორიგინალურ გზებს და აყალიბებს დასკვნებს.

• განმარტების მეთოდის გამოყენებით, კანონმდებლობის სრულყოფის თაობაზე, შეიმუშავებს საკუთარ ორიგინალურ სამართლებრივ ხედვას და განსაზღვრავს საკუთარი გადაწყვეტილებების დადებით და უარყოფით შედეგებს;

• გადასცემს საკუთარი კვლევის შედეგებს და სამართლებრივ დასკვნებს, აკადემიური ეთიკის სტანდარტების დაცვით, აკადემიურ და პროფესიულ საზოგადოებას წერილობითი და ზეპირი ფორმით მშობლიურ და უცხოურ ენებზე;

• აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპის დაცვით უახლესი მეთოდებისა და მიდგომების გამოყენებით დამოუკიდებლად წარმართავს კვლევის პროცესს. იფართოებს ცოდნას უახლოესი მეთოდების გამოყენებით პირველადი წყაროების, სამეცნიერო სტატიებისა და სასამართლო გადაწყვეტილებების განზოგადებული ანალიზის მეშვეობით.



პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა:


საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს სამართლის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებული:


• პატივს სცემს და აღიარებს პროფესიულ და დემოკრატიულ ღირებულებებს, ეთიკის და აკადემიური პატიოსნების სტანდარტებს, სამეცნიერო კვლევის ეთიკურ შედეგებს;

• მართავს კომპლექსურ, არაპროგნოზირებად ან მულტიდისციპლინურ სასწავლო ან/და სამუშაო გარემოს და თავისუფლად ადაპტირდება ახალი სტრატეგიული მიდგომების მეშვეობით განსხვავებული შეხედულებების მქონე ადამიანთა მრავალფეროვან ჯგუფებში. გააჩნია მაღალი დონის პირადი ავტონომია და ანგარიშვალდებულება, შეუძლია პასუხისმგებლობის აღება სხვების საქმიანობაზე და მათ შემდგომ პროფესიულ განვითარებაზე;

• ახორციელებს თეორიული კომპონენტებისა და პრაქტიკული გამოცდილების სინთეზს, ცოდნის გაფართოებას პირველადი წყაროების, სამეცნიერო სტატიებისა და სასამართლო გადაწყვეტილებების განზოგადებული ანალიზის მეშვეობით, შესაბამისი სფეროს უახლეს მეთოდებზე დაყრდნობით.

დაშვების წინაპირობა

სამართლის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე დაშვების წინაპირობები და პროცედურები შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას, გაწერილია სასწავლო პროცესის მარეგულირებელ წესში, განთავსებულია ვებ-გვერდზე და ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული მხარისათვის.

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს სამართლის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის უფლება აქვს სამართლის ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს, რომელიც ჩაირიცხება ერთიანი სამაგისტრო გამოცდისა და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს მიერ დადგენილი წესით სპეციალობაში და უცხო ენაში (ინგლისური, გერმანული, ფრანგული ) 1 მისაღები გამოცდის ჩაბარების შედეგად. იგი მოიპოვებს სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის უფლებას.

ინგლისურენოვანი კომუნიკაციის კომპეტენციის დადასტურება შესაძლებელია ინგლისური ენის B2 დონეზე ფლობის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატით:

ა.) BEC exam and CELS exam – Vantage

ბ.) Cambridge exam – FCE

გ.) Pritman ESOL International

დ.) TOEIC – 541

ე.) TOEFL – 500 (Paper - based)

173 (Computer - based)

72 (Internet - based)

დასაქმების სფერო

სამართლის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულს შესაძლებლობა ეძლევა იმუშაოს ნებისმიერ იმ თანამდებობაზე, სადაც მოითხოვება სამართლის მაგისტრის ხარისხი და არ არის აუცილებელი სახელმწიფო სასერტიფიკატო გამოცდის ჩაბარება ან/და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დამატებითი წინაპირობები.

პროგრამის პარტნიორები:

• საქართველოს პარლამენტი
•  საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
•  საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო
•  თბილისის საქალაქო სასამართლო
•  საქართველოს პროკურატურა
•  აღსრულების ეროვნული ბიურო
•  სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური
•  საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია


იხილეთ სამართლის სამაგისტრო პროგრამა სრულად



სამაგისტრო პროგრამის  ყველა  (სასწავლო, პრაქტიკული და კვლევითი) კომპონენტების ერთობლიობა, მათი შინაარსის, სწავლისა და სწავლების მეთოდებისა და კრედიტების მოცულობის გათვალისწინებით,  უზრუნველყოფს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევას უმაღლესი განათლების კვალიფიკაციათა ჩარჩოს მეორე (სამაგისტრო) საფეხურის აღმწერის სათანადო დონით.

პროგრამის დასრულების შემდეგ მაგისტრი უნდა ფლობდეს თანამედროვე აქტუალურ კვლევებზე დაფუძნებულ თეორიულ ცოდნას საგანმანათლებლო სფეროს ადმინისტრირების კომპლექსურ საკითხებზე, ჰქონდეს პრობლემის ორიგინალური გზით გადაჭრის პრაქტიკული კომპეტენცია,  საჭირო ინფორმაციის მოძიების და  საკითხისადმი კრიტიკულად მიდგომის უნარი. ასევე მაგისტრს უნდა შეეძლოს დარგის კვლევითი მეთოდოლოგიის გამოყენება კვლევითი პროექტისათვის

ცოდნა და გაცნობიერება: 

სამაგისტრო პროგრამის დასრულების შემდეგ სტუდენტს ჩამოუყალიბდება სფეროს ღრმა და სისტემური ცოდნა, რომელიც აძლევს ახალი, ორიგინალური იდეების შემუშავების საშუალებას, აცნობიერებს ცალკეული პრობლემის გადაჭრის გზებს;

კერძოდ ექნება თანამედროვე აქტუალურ კლევებზე დაფუძნებული ღრმა და სისტემური ცოდნა შემდეგ საკითხებზე:

  • თანამედროვე საგანმანათლებლო სისტემების და საგანმანათლებლო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ;
  • საგანმანათლებლო სფეროს სისტემური კავშირების, საგანმანათლებლო ინსტიტუტებისა და საგანმანათლებლო სისტემის აქტორების ურთიერთქმედების მარეგულირებელი სამართლებრივი მექანიზმების შესახებ;
  • საგანმანათლებლო სისტემის ფინანსური ადმინისტრირების შესახებ;
  • საგანმანათლებლო დაწესებულებაში მმართველობითი საქმიანობის, ლიდერობისა და პერსონალის მართვის თეორიების შესახებ;
  • სტუდენტის არჩევით, ზოგადსაგანმანათლებლო ან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არსებული პროცესების ადმინისტრირების შესახებ;
  • საგანმანათლებლო დაწესებულების სოციალური როლის მნიშვნელობის გაცნობიერება; 

ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი

პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულს უნდა შეეძლოს შეძენილი ცოდნისა და უნარების პრაქტიკაში გამოყენება. ახალ, გაუთვალისწინებელ და მულტიდისციპლინურ გარემოში მოქმედება; კომპლექსური პრობლემების გადაწყვეტის ახალი, ორიგინალური გზების ძიება, მათ შორის, კვლევის დამოუკიდებლად განხორციელება უახლესი მეთოდებისა და მიდგომების გამოყენებით;

კერძოდ, კურსდამთავრებული შეძლებს:

  • საგანმანათლებლო სისტემასი არსებული სიტუაციის ანალიზის, პრობლემების იდენტიფიცირების, ოპტიმალური მეთოდოლოგიის მისადაგების და მისი გადაჭრის პრაქტიკული გეგმის შემუშავება;
  • განათლების სფეროში არსებული პოლიტიკის ანალიზი და საგანმანათლებლო სისტემის განვითარების რეკომენდაციების შემუშავება;
  • საგანმანათლებლო სტრუქტურაში (ზოგად თუ უმაღლეს -საგანმანათლებლო) ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის შეფასებას, საგანმანათლებლო პროცესების მონიტორინგსა და შეფასებას;
  • საგანმანათლებლო დაწესებულების განვითარების სტრატეგიის შემუშავებას საგანმანათლებლო სისტემისა და საგანმანათლებლო ბაზრების გლობალიზაციის პირობებში;
  • მონაცემთა შეგროვებას, ანალიზს და შესწავლილი მეთოდოლოგიური აპარატით კვლევის დამოუკიდებლად განხორციელებას;

 

დასკვნის უნარი 

პროგრამის კურსდამთავრებულს გამომშავებული აქვს რთული და არასრული ინფორმაციის (მათ შორის, უახლესი კვლევების) კრიტიკული ანალიზის, დასაბუთებული დასკვნების ჩამოყალიბების უნარი

კერძოდ სტუდენტს შეძლებს:

  • საგანმანათლებლო სისტემაში არსებულ პრობლემების ანალიზის საფუძველზე მისი გადაჭრის თეზისის განვითარებას, ოპტიმალური გადაწყვეტილების შემუშავებას, დასაბუთებას, არგუმენტირებისა და დაცვას;
  • საგანმანათლებლო დაწესებულების ორგანიზაციული განვითარების შეფასებას, სუსტი და ძლიერი მხარეების გამოკვეთას, რეკომენდაციების შემუშავებასა და კრიტიკულ ანალიზს;
  • საგანმანათლებლო პროცესში მეთოდოლოგიის ეფექტურობის შეფასებას და განვითარების თაობაზე დასკვნის შემუშავებას;
  • კვლევის მონაცემების, სამეცნიერო წყაროებისა და სხვა მონაცემების კრიტიკულ ანალიზს; 

კომუნიკაციის უნარი 

პროგრამის კურსდამთავრებული გამოიმუშავებს კომპეტენციას, მოახდინოს თავისი დასკვნების, არგუმენტაციისა და კვლევის მეთოდების კომუნიკაცია აკადემიურ თუ პროფესიულ საზოგადოებასთან ქართულ და უცხოურ ენებზე, აკადემიური პატიოსნების სტანდარტებისა და საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მიღწევათა გათვალისწინებით,

კერძოდ მაგისტრს შეუძლია:

  • კონკრეტული დარგობრივი საკითხის შესახებ ინფორმაციის მოძიება, მის სტრუქტურირება და აკადემიური თუ ფართო საზოგადოებისათვის მისი წარდგენა ზეპირი თუ წერილობითი ფორმით,
  • კვლევის მასალის დამუშავების შედეგების სტრუქტურირებული და თანამიმდევრული სახით ჩამოყალიბება როგორც წე­რი­­ლო­ბი­თი, ისე ზეპირი ფორმით;
  • სხვადასხვა წყაროდან მოპოვებული ინფორმაციის (მეორადი მონაცემების) ანალიზი;
  • წერილობითი ანგარიშის მომზადებისა და ზეპირი წარდგენა;
  • კონკრეტულ პრობლემაზე საკუთარი მოსაზრების წერილობით გადმოცემა;
  • შეუძლია კვლევის შედეგების გადმოცემა, წერილობითი ან ზეპირი, სრული თუ განზოგადებული ფორმით;

ენობრივი კომუნიკაციის კომპეტენცია       

შეუძლია ქართულ და ინგლისურ ენებზე კომუნიკაცია როგორც სპეციალისტებთან, ისე არასპეციალიტებთან პროფესიულ საკითხებზე, საკამათო საკითხების არსებობისას კომუნიკაციის სწორი ფორმებით წარმართვა

ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენების კომპეტენცია: 

ინტერნეტ-რესურსების გამოყენების, საინფორმაციო ტექნოლოგიების როგორც საკომუნიკაციო და სასწავლო ინსტრუმენტის გამოყენების უნარი;

სწავლის უნარი: 

სამაგისტრო პროგრამის დასრულების შემდეგ მაგისტრმა უნდა შეძლოს სწავლის დამოუკიდებლად წარმართვა, სწავლის პროცესის თავისებურებების გაცნობიერება და სტრატეგიულად დაგეგმვის მაღალი დონე,

კერძოდ სტუდენტს შეუძლია:

  • უწყვეტი განათლების (მთელი ცხოვრების განმავლობაში სწავლის) საჭიროების გაცნობიერება;
  • საკუთარი სწავლის მისწრაფებების განსაზღვრა გარემოს და შესაძლებლობების გათვალისწინებით და ცოდნის გაღრმავების სტრატეგიის დამოუკიდებლად ჩამოყალიბება
  • საკუთარი ცოდნის თანამიმდევრულად და მრავალმხრივად შეფასება და შემდგომი სწავლის საჭიროების გაცნობიერების მიზნით, მომავალი სწავლის სტრატეგიის შემუშავება და ცოდნის დამოუკიდებლად გაღრმავება
  • საჭირო ინფორმაციის მოძიებისა და სტრუქტურირების უნარის გამომუშავება; 

ღირებულებები 

კურსდამთავრებულს ღირებულებებისადმი თავისი და სხვების დამოკიდებულების შეფასება და ახალი ღირებულებების დამკვიდრებაში წვლილის შეტანა შემდეგი გზით:

იცის სამეცნიერო პოლემიკის, სხვა ავტორების ნაშრომების ციტირების და შედეგების გამოყენების წესები და ეთიკა. შეუძლია ღირებულებათა დამკვიდრების გზების კვლევა და მათ დასამკვიდრებლად ინოვაციური მეთოდების შემუშავება;

აცნობიერებს საგანმანათლებლო სფეროსა და საგანმანათლებლო დაწესებულების საზოგადოებრივ ამოცანას და მის პასუხისმგებლობას, და შეუძლია აღნიშნული ღირებულებების დამკვიდრებაში წვლილის შეტანა;

გამომუშავებული აქვს კრიტიკის კორექტულად გამოთქმისა და მიღების უნარი;

პიროვნული ზრდისა და პერმანენტული თვითგანვითარებისკენ სწრაფვა;

მეცნიერული ეთიკისა და აკადემიური პატიოსნების სტანდარტების დაცვა;

საგანმანათლებლო სფეროს ეფექტური მმართველობის (good leadership) მნიშვნელობას;

ზოგადი ინფორმაცია

Message body empty