სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

სეუ ფიტნესი

სეუ - ფიტნესი უზრუნველყოფს უნივერსიტეტის სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალში
ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებასა და პოპულარიზაციას, სპორტულ-რეკრეაციული
აქტივობებისთვის აუცილებელი გარემოსა და ინფრასტრუქტურის ორგანიზებას, შესაბამისი
კადრების მოძიებასა და სპორტულ-რეკრეაციული პროგრამების განხორციელებას.

სეუ-ფიტნესის სამსახური უზრუნველყოფს შემდეგი ფუქნციების განხორციელებას:

  • უნივერსიტეტის სპორტული დარბაზისა და საცურაო აუზის ფუნქციონირებას.
  • შესაბამისი კვალიფიკაციის მწვრთნელების მოწვევას.
  • ფიტნესით მოსარგებლე სტუდენტების აღირცხვას.
  • სპორტულ-რეკრეაციული აქტივობების ორგანიზებას სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის.

სეუ-ფიტნესის მენეჯერი:

  • სეუ-ფიტნესს ხელმძღვანელობს სეუ-ფიტნესის მენეჯერი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს რექტორი. 
  • სეუ-ფიტნესის მენეჯერი ანგარიშვალდებულია საზოგადოებასთან ურთიერთობისა და სერვისების მართვის დეპარტამენტის უფროსის წინაშე და ასრულებს მის მიერ კანონისა და ამ დებულების საფუძველზე დაკისრებულ მოვალეობებს.
  • სეუ-ფიტნესის მენეჯერის ფუნქციები განსაზღვრულია სამუშაოს აღწერილობის შესაბამისად.

Message body empty