არ მსურს გამოწერა

რექტორი

რექტორი არის  უნივერსიტეტის უმაღლესი აკადემიური და ადმინისტრაციული თანამდებობის პირი, რომელიც წარმოადგენს უნივერსიტეტის აკადემიურ და სამეცნიერო სფეროებში ქვეყნის შიგნითა და გარეთ.

უნივერსიტეტის რექტორი უფლებამოსილია  უნივერსიტეტის სახელით დადოს გარიგებები და შეთანხმებები, განსაზღვროს უნივერსიტეტის საქმიანობის სტრატეგია, განსაზღვროს უნივერსიტეტის სტრუქტურა და მოახდინოს ცალკეულ ფუნქციათა სტრუქტურულ ერთეულებზე დელეგირება.

უნივერსიტეტის რექტორი ასრულებს შემდეგ უფლებამოსილებებს:

  • არის უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე, იწვევს და უძღვება აკადემიური საბჭოს სხდომებს და ხელს  აწერს აკადემიური საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს;
  • უზრუნველყოფს უნივერსიტეტის საგანმანათლებლო ინტერესების დაცვას, თავის საქმიანობის ფარგლებში ხელმძღვანელობს საგანმანათლებლო, სამოქალაქო,  აგრეთვე სხვა მოქმედი კანონმდებლობით;
  • ამტკიცებს  უნივერსიტეტის სტრუქტურას  და ახორციელებს მის რეორგანიზაციას;
  • თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს აკადემიურ, ადმინისტრაციულ და დამხმარე პერსონალს, აფორმებს მათთან შრომით ხელშეკრულებებს საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად;
  • გამოსცემს ბრძანებებს, რომელთა შესრულებაც სავალდებულოა  უნივერსიტეტის ადმინისტრაციული, აკადემიური, დამხმარე პერსონალისა და სტუდენტებისათვის;
  • უფლებამოსილია ყოველი სასწავლო წლისათვის განსაზღვროს   სწავლის საფასურის ოდენობა;
  • აკადემიურ საბჭოსთან ერთად განსაზღვრავს  უნივერსიტეტის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს;
  • ხელს აწერს შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭების დამადასტურებელ დოკუმენტს -  დიპლომს.