სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

ვიცე რექტორი

ვიცე-რექტორს  ნიშნავს და ათავისუფლებს რექტორი.

ვიცე-რექტორის ფუნქციებია:

  • უნივერსიტეტის საქმიანობის მიმდინარე, საშუალო და გრძელვადიანი სტრატეგიის განსაზღვრა, სტრატეგიული განვითარების მიმართულებების შესრულებისა და მიღწევადობის ინდიკატორების შემუშავება, უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების ღონისძიებათა კოორდინირება;
  • შეფასების, მონაცემების ანალიზისა და განსახორციელებელი აქტივობების სამოქმედო გეგმის დასახვა;
  • სასწავლო პროცესის განვითარების, სტრატეგიული მიზნების რეალიზების, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფისა და ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრირების ღონისძიებების დაგეგმვისა და გატარების მონიტორინგი;
  • უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა და აკადემიური პერსონალის მუშაობის ხელშეწყობა სასწავლო პროცესის განვითარების  ნაწილში;
  • უნივერსიტეტის მმართველობითი საქმიანობის განხორციელება საგანმანათლებლო პროცესის, საუნივერსიტეტო კურიკულუმისა და სწავლების ორგანიზაციის განვითარების, თანამშრომლობითობის გაზრდისა საუნივერსიტეტო აკადემიური გარემოს ინოვაციური  განვითარების ნაწილში.

ვიცე-რექტორის დაქვემდებარებაში შედის ვიცე-რექტორის აპარატში შემავალი სტრუქტურული ერთეულები და მენეჯერები:  

  • სასწავლო პროცესის მართვის სამსახური;
  • საგამოცდო ცენტრი;
  • ბიბლიოთეკა;
  • საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერი;
  • მონაცემთა ანალიზის მენეჯერი;
  • კვლევების განვითარების მენეჯერი.
 

ვიცე-რექტორის ფუნქციებია:

  • უნივერსიტეტის საქმიანობის მიმდინარე, საშუალო და გრძელვადიანი სტრატეგიის განსაზღვრა, სტრატეგიული განვითარების იმართულებების შესრულებისა და მიღწევადობის ინდიკატორების შემუშავება, უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების ღონისძიებათა კოორდინირება.
  • ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის დაგეგმვა, შეფასების, მონაცემების ანალიზისა და განსახორციელებელი აქტივობების სამოქმედო გეგმის დასახვა, სასწავლო პროცესის ხარისხის განვითარების, სტრატეგიული მიზნების რეალიზების, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფისა და ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრირების ღონისძიებების დაგეგმვისა და გატარების მონიტორინგი; 
  • სეუ-ს ადმინისტრაციისა და აკადემიური პერსონალის მუშაობის ხელშეწყობა სასწავლო პროცესის განვითარებისა და ხარისხის უზრუნველყოფის ნაწილში; 
  • სეუ-ს მმართველობითი საქმიანობის განხორციელება საგანმანათლებლო პროცესის განვითარებისა და ხარისხის ხელშეწყობის ნაწილში.

Message body empty