სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

აკადემიური საბჭო

უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო არის უნივერსიტეტის ძირითადი აკადემიური მიმართულებების დაგეგმვასა და განხორციელებაზე პასუხისმგებელი, უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისგან შემდგარი წარმომადგენლობითი ორგანო.

აკადემიური საბჭო უზრუნველყოფს უნივერსიტეტის აკადემიური ხედვის ერთიანობას, მონაწილეობს დაწესებულების მისიისა და სტრატეგიული განვითარების მიმართულებების განსაზღვრაში, არის უნივერსიტეტის საგანმანათლებლო და კვლევითი მიმართულებებით ხარისხის განვითარების პროცესში ჩართული ორგანო.

უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო  ასრულებს შემდეგ უფლებამოსილებებს:

  • განსაზღვრავს უნივერსიტეტის მისიას;
  • ადგენს უნივერსიტეტის საგანმანათლებლო და კვლევითი საქმიანობის სტრატეგიულ მიმართულებებს;
  • მონაწილეობს უნივერსიტეტის განვითარების სტრატეგიული გეგმის, სამოქმედო გეგმის, ინტერნაციონალიზაციისა და კვლევების განვითარების სტრატეგიის შემუშავებაში;
  • მონაწილეობს ფაკულტეტებისა და საგანმანათლებლო პროგრამების განვითარების გეგმის, ადამიანური რესურსისა და აკადემიური კორპუსის განვითარების სტრატეგიის, ხარისხის უზრუნველყოფის სისტემისა და სტრატეგიის შეფასებაში;
  • იხილავს უნივერსიტეტის პროგრამული მიმართულებებისა და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წლიურ ანგარიშებს;
  • ამტკიცებს ფაკულტეტის მიერ წარმოდგენილ საგანმანათლებლო პროგრამების პროექტს, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის დასკვნისა და SWOT ანალიზის საფუძველზე;
  • მონაწილეობს უნივერსიტეტის აკადემიური საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების განხილვაში;
  • ფაკულტეტის წარდგინებით, ამტკიცებს კოეფიციენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, აგრეთვე ფაკულტეტებზე მისაღებ სტუდენტთა სარეკომენდაციო რაოდენობას, მოქმედი კანონმდებლობისა და უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტების შესაბამისად;
  • ამტკიცებს საგანმანათლებლო პროგრამების განვითარების გეგმებს, ფაკულტეტის წარდგინებით.
  • შეიმუშავებს წინადადებებს აკადემიური საბჭოს მუშაობის ეფექტურობის, მართვის დეცენტრალიზაციისა და აკადემიური პერსონალის საუნივერსიტეტო მართვაში ჩართულობის ხარისხის გაძლიერების თვალსაზრისით.

აკადემიური საბჭოს ფორმირების წესი:

  • აკადემიური საბჭო შედგება 15 წევრისგან;
  • აკადემიურ საბჭოს შემადგენლობაში შედის უნივერსიტეტის რექტორი (აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე), ვიცე-რექტორი (აკადემიური საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე), თითოეული ფაკულტეტიდან/სკოლიდან არჩეული სამ-სამი წარმომადგენელი და სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენელი;
  • აკადემიურ საბჭოში ფაკულტეტიდან შეიძლება აირჩეს აფილირებული პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი;
 

Message body empty