სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

მართვა

ვიცე-რექტორი სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით

ანა ფირცხალაშვილი

სამართლის დოქტორი, პროფესორი

საკონტაქტო: [email protected]

  • 2020 წლის თებერვლიდან ანა ფირცხალაშვილი შემოუერთდა საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს გუნდს. იგი არის ვიცე-რექტორი სამეცნიერო კვლევითი მიმართულებით;
  • 2014 წლის მარტიდან 2020 წლის იანვრამდე იგი  იყო გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის დეკანი და ამავე სკოლაში ხელმძღვანელობდა საჯარო მმართველობის საბაკალავრო, ერთობლივ ქართულ-გერმანულ სამაგისტრო და სადოქტორო აკადემიურ პროგრამებს. იგი ამავდროულად იყო საჯარო მმართველობის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი და სამართლის სკოლის პროფესორი;
  • 2016 წლიდან 2020 წლამდე იგი იყო საქართველოს პარლამენტის მოწვეული ექსპერტი, აქტიურად იყო ჩართული სოციალური მუშაობის საკანონმდებლო რეფორმაში, ასევე დასაქმების ხელშეწყობის კანონის მომზადებასა და ბავშვის უფლებათა კოდექსის იმპლემენტაციაში;
  • ანა ფირცხალაშვილს აქვს პედაგოგიური და სამეცნიერო მუშაობის საკმაოდ მდიდარი გამოცდილება ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე. 2017 წლის ზამთრის სემესტრში ანა ფირცხალაშვილი იყო ვურცბურგის უნივერსიტეტის  მოწვეული მკვლევარი, ხოლო 2018 წლის ზაფხულის სემესტრში - მოწვეული ლექტორი, 2014 წლის შემოდგომის სემესტრში - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, 2016-2018 წლებში კი ზუგდიდის შოთა მესხიას სახელობის უნივერსიტეტის ასოც. პროფესორი. 2012-2014 წლებში ანა ფირცხალაშვილი იყო საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი საჯარო/კონსტიტუციურ სამართალში, ხოლო 2010-2011 წლებში - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი. 2007-2009 წლებში  იგი იყო პოტსდამის უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა (კვლევით) ცენტრში ასისტენტ მკვლევარი/ დოქტორანტი და ამავდროულად მუშაობდა  ბერლინის „ქართული სახლის“ მოწვეულ მასწავლებლად.
  • 2010-დან 2012 წლამდე იგი მუშაობდა უფროს მრჩევლად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კვლევებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტში.   
  • 2009-2010 წლებში ანა ფირცხალაშვილი მუშაობდა ადვოკატის თანაშემწედ იურიდიული/ საადვოკატო მომსახურების ბიუროში “ბერლინის ადვოკატთა  საზოგადოება”.
  • 2006 წელს მან სტაჟირება გაიარა  გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პარლამენტის (ბუნდესთაგის) ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული დახმარების კომიტეტში და საქართველოში - ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის  სამინისტროში.

 

განათლება:

  • 2003-2008 წლებში ანა ფირცხალაშვილი იყო პოტსდამის უნივერსიტეტის დოქტორანტი, რომელიც 2009 წელს წარმატებით დაასრულა , ხოლო 2010 წელს მას პოტსდამის უნივერსიტეტის მიერ სამართლის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი მიენიჭა (Dr. Jur.);
  • 2000-2002 წლებში სწავლობდა ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურაზე, რომელიც წარმატებით დაასრულა და 2002 წელს ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის მიერ მიენიჭა სამართლის მაგისტრის ხარისხი (Magister Legum, LL.M.);
  • 1999 წელს იგი სწავლობდა ბერლინის უცხო ენათა ინსტიტუტში;
  • 1998 წელს ანა ფირცხალაშვილმა  წარჩინებით დაასრულა შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

 

საექსპერტო/საკონსულტაციო საქმიანობა:

  • USAID/GGI და საჯარო სამსახურის ბიუროს ექსპერტი საჯარო სამსახურის ბიუროსთვის  გზამკვლევის შესაქმნელად (2020);   
  • UNDP გაეროს განვითარების პროგრამისა და საჯარო სამსახურის ბიუროს პროექტის ფარგლებში მოხელეთა ფორუმის სპიკერი/ტრენერი (07.2020);     
  • WORLD VISON ექსპერტი/ტრენერი მუნიციპალიტეტებში სოციალური მუშაობის საპილოტე პროექტთან დაკავშირებით (05. 2020-20.2020);
  • USAID/GGI ექსპერტი/კონსულტანტი საჯარო სამსახურის ბიუროსთვის ელ. მოდულის შესაქმნელად (03.2020-09.2020);
  • ფრიდრიხ ებერტის ფონდის (FES) ექსპერტი/კონსულტანტი სოციალური მუშაობის კანონის ადგილობრივ თვითმმართველობაში დანერგვასა და მუნიციპალიტეტებში სოციალური მუშაობის განვითარებასთან დაკავშირებით (2020);   
  • ფრიდრიხ ებერტის ფონდის (FES) ექსპერტი/კონსულტანტი დასაქმების მხარდაჭერის კანონის დრაფტის შექმნასთან დაკავშირებით (2019);
  • ფრიდრიხ ებერტის ფონდის (FES) ექსპერტი /კონსულტანტი საქართველოში დასაქმების პოლიტიკის საკანონმდებლო/სამართლებრივი ანალიზის მიმართულებით (2019);
  • GIZ ექსპერტი/ავტორი საჯარო მოხელეთა სახელმძღვანელოს „ადმინისტრაციული წარმოება საჯარო სამსახურში“ შექმნის პროცესში (2019);
  • სსიპ „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი“, ექსპერტი/კონსულტანტი კურიკულუმის შექმნის პროცესში (2019);
  • GIZ ექსპერტი/კონსულტანტი კონსტიტუციური სამართლის კურიკულუმის შექმნასთან დაკავშირებით (2019);
  • საჯარო სამსახურის ბიუროს ექსპერტი მოხელეთა პროფესიული უნარების კურიკულუმის შექმნასა და განვითარებასთან დაკავშირებით (2018);
  • USAID/GGI და საჯარო სამსახურის ბიუროს ექსპერტი საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის კომენტარების შედგენის პროცესში (2018);
  • ფრიდრიხ ებერტის ფონდის (FES) ექსპერტი/კონსულტანტი სოციალური მუშაობის საკანონმდებლო ინიციატივის შექმნასთან დაკავშირებით (2017-2018);
  • პრეზიდენტის ფონდის მხარდაჭერით ზუგდიდის შოთა მესხიას უნივერსიტეტისთვის  სამართლის საბაკალავრო საფეხურის შემუშავებაში ჩართული ექსპერტი  (2016/2017);
  • UNDP ექსპერტი/ავტორი საჯარო მოხელეების სერტიფიცირების სახელმძღვანელოს შექმნაში (2015);
  • საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის წარმოებისას მოწვეული ექსპერტი (2014);
  •  GIZ ექსპერტი/ავტორი საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის კომენტარების შედგენის პროცესში (2013).   

 

პროექტები/გრანტები/სტიპენდიები:

  • 2020 წლის ნოემბრიდან 2021 წლის ივნისამდე - USAID-PROLog საკონსტიტუციო მართლმსაჯულების კვლევითი პროექტის სამეცნიერო რედაქტორი/ავტორი;
  • 2020 წლის ოქტომბრიდან 2021 წლის ოქტომბრამდე - MOVETIA „შვეიცარიის განათლების სისტემის მობილობის ეროვნული ფონდი. ადამიანის უფლებების, სოციალური გამოწვევებისა და სოციალური მუშაობის“ სწავლებისა და კვლევითი პროექტი. ორგანიზატორი;
  • 2020 წლის თებერვლიდან 2022 წლის იანვრამდე - შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის საგრანტო პროექტის - ადამიანის სოციალური და ეკონომიკური უფლებების ხელმძღვანელი (ფუნდამენტური კვლევა);
  • 2019 - შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდისა და DAAD-ის სტიპენდიატი;
  • 2018 - შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდისა და DAAD-ის სტიპენდიატი;
  • 2018 - DAAD სტუდენტური, მოკლევადიანი სასწავლო ვიზიტი გერმანიაში (ჯგუფის ხელმძღვანელი);
  • 2018 წლის თებერვალი და 2018 წლის აპრილი - ვურცბურგის უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი;
  • 2017 - შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდისა და DAAD-ის სტიპენდიატი;
  • 2015 - 2016 - DAAD-ის სტიპენდიატი;
  • 2016 - Carl Friedrich Goerdeler Kolleg-ის სტიპენდიატი;
  • 2007 - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის, განათლებისა და სპორტის სამინისტრო (დოქტორანტთა საგრანტო პროგრამის სტიპენდიატი).

 

სამთავრობო / არასამთავრობო, სარედაქციო კოლეგიებში მონაწილეობა:

  • 2019 წლიდან - International Journal of Legal Studies (IJOLS) საერთაშორისო სამეცნიერო საბჭოს წევრი;
  • 2019 - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის საბჭოს წევრი;
  • 2018 წლიდან - მსოფლიოს იურისტთა ასოციაციის  (World Jurist Association) წევრი;
  • 2018 წლიდან - „DAAD ელჩი“ უნივერსიტეტებში;
  • 2017-2019 განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, სამართლის მიმართულების უმაღლესი განათლების დარგობრივი სამუშაო ჯგუფის წევრი;
  • 2020 განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, სოციალური მუშაობის  უმაღლესი განათლების დარგობრივი სამუშაო ჯგუფისა და საბჭოს წევრი;
  • 2016 - 2017 სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი;
  • 2015 – 2017 რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს "რელიგიის პოლიტიკის კვლევის ცენტრის" წევრი და კონსტიტუციურ-სამართლებრივი მიმართულების კოორდინატორი;
  • 2015-2020 სამეცნიერო ჟურნალის „აკადემიური მაცნე“ რედ. კოლეგიის წევრი;
  • 2020-დან დღემდე ჟურნალი SEU & SCIENCE რედაქტორი.

სამეცნიერო საქმიანობა:

ანა ფირცხალაშვილი არის მრავალი სამეცნიერო სტატიის, ანალიტიკური ნაშრომის, სახელმძღვანელოსა და მონოგრაფიის ავტორი და თანაავტორი, ასევე კონსტიტუციის და კანონების კომენტარების თანაავტორი, რამდენიმე სამეცნიერო გამოცემის რედაქტორი და რეცენზენტი.

Message body empty