სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

ბიზნესის ადმინისტრირების ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამა მიზანად ისახავს ჩამოაყალიბოს პროფესიონალები, რომელთაც ექნებათ სხვადასხვა ეკონომიკური და ბიზნეს პროცესების გაანალიზების ფართო თეორიული და პრაქტიკული უნარები. ასევე, კურსდამთავრებულს უნდა შეეძლოს დაგროვილი ცოდნის პრაქტიკაში გადატანა და კონკურენციის გაწევა როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო შრომის ბაზრებზე.

პროგრამის მიზნები მდგომარეობს შემდეგში:

  • სტუდენტმა უნდა შეიძინოს საფუძვლიანი თეორიული ცოდნა ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით, რომელიც აძლევს მას შესაძლებლობას გააანალიზოს მართვის პროცესის შემდეგი ოთხი ძირითადი ფუნქცია: დაგეგმვა, ორგანიზება, ლიდერობა და კონტროლი;
  • სტუდენტმა უნდა გააალიზოს ფინანსური, მატერიალური და ადამიანური რესურსების ეფექტურად გამოყენების ძირითადი მეთოდები;
  • სტუდენტმა უნდა წარმოაჩინოს ინფორმაციის გაანალიზების, შეფასების და ინტერპრეტაციის უნარი, რათა შეძლოს დასაბუთებული ბიზნეს გადაწყვეტილების მიღება;
  • სტუდენტმა უნდა წარმოაჩინოს ცოდნა, თუ რა გავლენას ახდენს ორგანიზაციებზე გლობალიზაციის პროცესი;
  • სტუდენტმა უნდა წარმოაჩინოს ჯგუფში მუშაობის უნარი და საერთო მიზნის მიღწევის ეფექტური შესაძლებლობა;
  • სტუდენტს უნდა განუვითარდეს პროფესიულ და მორალურ ნორმებზე დაფუძნებული ღირებულებები, რომლებიც აამაღლებენ პასუხისმგებლობის გრძნობას, როგორც ინდივიდუალურ, ასევე სოციალურ დონეზე.

პროგრამა ორიენტირებულია მისცეს სტუდენტს თეორიული ცოდნა ბიზნესის, ფინანსების, მენეჯმენტის, მარკეტინგის თეორიებისა და პრინციპების შესახებ; ამასთანავე, გააძლიეროს მისი დამოუკიდებლად მუშაობისა და ბიზნეს კომუნიკაციების უნარები.
პროგრამის ამოცანაა, გამოუმუშავოს სტუდენტს ბიზნესის სფეროში მიმდინარე პროცესების ანალიზის, შეფასებისა და მასთან დაკავშირებული ლოგიკური მსჯელობის უნარი; ასევე, პრობლემების გადაჭრის, ჯგუფური და დამოუკიდებლად მუშაობის უნარები.

პროგრამის გამოწვევას წარმოაგდგენს, უზრუნველყოს სტუდენტის მიერ ბიზნესის სფეროსთან დაკავშირებული ეთიკური პრინციპების გაანალიზება და მენეჯერული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა.
პრაქტიკაზე ორიენტირებული კურსები და პროექტები აძლევენ სტუდენტს შესაძლებლობას განავითაროს მისი ინტერპერსონალური კომუნიკაციები, პროფესიული დისკუსიის უნარი, პროექტებისა და დროის მენეჯმენტი; რაც მთავარია, პროგრამა მიზანად ისახავს სტუდენტის ჩართულობას რეალური ბიზნეს პროცესების გაანალიზებაში, რომელიც წარმოადგენს განათლებული და პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე პირის ჩამოყალიბებისთვის აუცილებელ პირობას.

პროგრამა პასუხისმგებელია დაეხმაროს სტუდენტს მეწარმეობის უნარების გამომუშავებაში, რათა მოხდეს მის მიერ ბიზნეს იდეების განვითარება და რეალობაში გადატანა კონკურენტული ბიზნეს გარემოს გათვალისწინებით.

Message body empty