English
EN GE

კომპანია ვაისი აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე ქოლ-ცენტრის აუთსორსინგის მიმართულებით.

 

დეტალური ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ჩვენს ვებ-გვერდს www.weiss.ge

სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი, ადამ მიცკევიჩის 29ა

გრაფიკი: სრული/არასრული, 11:00-18:00 (სტუნდეტებისთვის მაქსიმალური ხელშეწყობა ლექცია-სემინარებთან).

 

ძირითადი მოვალეობები:

  • არსებული ბაზის მიხედვით გამავალი ზარის განხორციელება;
  • პოტენციური პარტნიორებისთვის ქოლ-ცენტრის აუთსორსინგის პირობების შეთავაზება, მათთვის საჭირო დეტალების გარკვევა და მოძიება;
  • ბაზის მუდმივი განახლება;
  • შეხვედრების დაგეგმვა და კომპანიის სერვისის პრეზენტაცია;

 

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ენების ცოდნა: ქართული - გამართულად, დამატებითი ენა ჩაითვლება უპირატესობად;
  • MS Office სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;

 

პიროვნული მახასიათებლები:

  • აქტიური;
  • მოწესრიგებული;
  • კომუნიკაბელური;
  • პასუხისმგებლობის მქონე;
  • შრომისმოყვარე;
  • ენერგიული;

 ანაზღაურება: საბონუსე (მუდმივად მზარდი).

 

სქემა (ქოლ-ცენტრი/აღნიშნული მომსახურების სეგმენტი არის უფრო მაღალშემოსავლიანი): მაგალითად გაყიდვების მენეჯერმა დაიკონტრაქტა კომპანია, რომელიც ყოველთვიურად გადაიხდის მომსახურების 1000 ლარს (საშემოსავლოს ჩათვლით/როგორც წესი მინ 1 წლიანი კონტრაქტები ფორმდება). პირველ თვეს (კონტრაქტის გაფორმების თვე), აგენტი იღებს მთლიანი თანხის 25%-ს, ამ შემთხვევაში 250 ლარს (საშემოსავლოს ჩათვლით), ხოლო შემდეგ თვეებში (მთლიანი საკონტრაქტო პერიოდის მანძილზე) უკვე საკომისიოს 15% ოდენობით (საშემოსავლოს ჩათვლით).

 

შესაბამისად, მათი ხელფასი არის მუდმივად მზარდი და უკვე გარკვეული ეტაპის მერე გამოუვათ ფიქსირებული ხელფასი და მუდმუვად დამატებითი თანხა ყოველ ახალ მოყვანილ კომპანიაზე.

 

დაინტერესებულ პირებს რეზიუმე შეუძლიათ გამოაგზავნონ შემდეგ ელ. მისამართზე: hr@weiss.ge ან mkukava@weiss.ge  და სათაურის ველში მიუთითონ: გაყიდვების მენეჯერი (ქოლ-ცენტრი)