სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია SEU ISC 2019

04 დეკემბერი
საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი წინანდლის ქ. N17

ბიანუალური საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია SEU 2019-ისთვის სამეცნიერო ნაშრომების მიღება დაიწყო. მულტიპროფილური კონფერენცია საშუალებას აძლევს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკადემიურ პერსონალს, მკვლევარებს და დოქტორანტებს წარმოადგინონ სამეცნიერო ნაშრომები შემდეგი მიმართულებებით:  

  • ბიზნესი და ეკონომიკა
  • ტურიზმი
  • სამართალი
  • სოციალური მეცნიერებები
  • ჰუმანიტარული მეცნიერებები
  • ჯანდაცვა/მედიცინა
  • მათემატიკა და ზუსტი მეცნიერებები
  • ინჟინერია და ინფორმატიკა 

  • კონფერენციის სამუშაო ენებია: ქართული, ინგლისური.
  • აბსტრაქტი წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენებზე.
  • ნაშრომების წარმოდგენა განხორციელდება როგორც ზეპირი, ასევე პოსტერული პრეზენტაციის სახით.
  • მიიღება როგორც ინდივიდუალური, ასევე თანაავტორობით შესრულებული ნაშრომები. მონაწილეს ან მონაწილეთა ჯგუფს შეუძლია წარმოადგინოს მაქსიმუმ ორი სამეცნიერო ნაშრომი. 
  • მოხდება ნაშრომების რეფერირება, ყველა მიღებული ნაშრომი გამოქვეყნდება საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს საკონფერენციო მასალების კრებულში.
  • საუკეთესო ნაშრომები გამოქვეყნდება საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს ინდექსირებად სამეცნიერო ჟურნალში.
  • კონფერენციაში მონაწილეობა (გარდა მგზავრობის ხარჯებისა) ფინანსდება საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს მიერ.
  • კონფერენციაზე რეგისტრაცია წარმოებს 2019 წლის 28 დეკემბრის ჩათვლით.
  • საკონფერენციო ნაშრომის საბოლოო ვარიანტი წარმოდგენილი უნდა იყოს არაუგვიანეს 2019 წლის 13 იანვრისა. 
  • განსაზღვრული ვადების დაღვევით გამოგზავნილი ნაშრომები არ მიიღება. 
  • საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდება საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს კამპუსში, მისამართზე ქ. თბილისი, წინანდლის . N17
  • კონფერენციის ჩატარების პერიოდი: 2019 წლის 16 თებერვალი 

საკონფერენციო ნაშრომის შესრულების სტანდარტები

საკონფერენციო ნაშრომები მიიღება მისამართზე [email protected]

Message body empty