სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

გაცვლითი პროგრამა გერმანიაში Duale Hochschule Baden-Württemberg Karlsruhe-ს უნივერსიტეტში

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU აცხადებს კონკურსს  პარტნიორ Duale Hochschule Baden-Württemberg Karlsruhe-ს უნივერსიტეტში  გაზაფხულის  სემესტრის მობილობისთვის.

მობილობა სასწავლო პროცესისა და საორიენტაციო შეხვედრების ჩათვლით  გაგრძელდება 2024 წლის მარტიდან  2024 წლის 30 ივნისამდე. შერჩეული სტუდენტი მიიღებს სტიპენდიას ჯამურად 2400 ევროს ოდენობით.  მგზავრობის ხარჯი, ცხოვრების პირველი თვის ხარჯი და სხვა ადმინისტრაციული ხარჯები  თვითდაფინანსებულია სტუდენტის მხრიდან.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ მეორე და შემდგომი კურსის ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებს. 

საბუთების მიღების ბოლო ვადაა 25.10.2023 

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა ჩამოთვლილი დოკუმენტები გამოაგზავნოთ ელ - ფოსტაზე: [email protected] 

პასპორტის ასლი
ინგლისური ენის სერტიფიკატი (B2)
აკადემიური მოსწრების დამადასტურებელი ცნობა
ცნობა უნივერსიტეტიდან სტუდენტის სტატუსის შესახებ
სარეკომენდაციო წერილი
CV Europass ფორმატი
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს: [email protected]

სააპლიკაციო ფორმა

კლაიპედას გამოყენებითი მეცნიერებების სახელმწიფო უნივერსიტეტი

კლაიპედას გამოყენებითი მეცნიერებების სახელმწიფო უნივერსიტეტი (Klaipeda state university of applied sciences, Lithuania) არის ამ მიმართულების ერთ-ერთი ყველაზე დიდი უნივერსიტეტი ლიტვაში, ძლიერი აკადემიური რეპუტაციით და სფეროში მრავალწლიანი გამოცდილებით. აქ სწავლება პრაქტიკაზეა ორიენტირებული და იმაზე რომ სტუდენტებმა ადვილად შეძლონ მიღებული ცოდნის გამოყენება რეალურ სამუშაო გარემოში. SEU-ს სტუდენტებს გაცვლითი პროგრამის ფარლებში საშუალება აქვთ ისწავლონ საინფორმაციო ტექნოლოგიების, ფინანსების და ტურიზმის მენეჯმენტის მიმართულებით საბაკალავრო დონეზე.

გაცვლითი პროგრამა პორტუგალიაში

ბრაგანცას პოლიტექნიკური უნივერსიტეტი, პორტუგალია (Politechnic university of Braganca, Portugal) არის პორტუგალიის გამოყენებითი მეცნიერების უნივერსიტეტი, რომელსაც ყოველწლიურად 1000-მდე საერთაშორისო სტუდენტი სტუმრობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. SEU-ს სტუდენტებს გაცვლითი პროგრამის ფარლებში საშუალება აქვთ ისწავლონ ბიზნესის, მენეჯმენტის, ინოვაციების და ენტერპრენერშიპის მიმართულებით როგორც სამაგისტრო ასევე საბაკალავრო დონეზე

გაცვლითი პროგრამა ტურიბას უნივერსიტეტში, ლატვია

პროგრამის ხანგრძლივობა: ერთი სემესტრი სწავლების ენა: ინგლისური შერჩევის წესი: გაცვლითი პროგრამის მონაწილე სტუდენტების შერჩევა მოხდება სამოტივაციო წერილის და გასაუბრების საფუძველზე.

ტურიბას უნივერსიტეტი, ლატვია (Turiba University, Latvia) არის ყველაზე დიდი კერძო უნივერსიტეტი ბალტიისპირეთში. უნივერსიტეტი ახორციელებს 20 – ზე მეტ სასწავლო პროგრამას, სადაც მსოფლიოს 40-ზე მეტი ქვეყნის სტუდენტები სწავლობენ. SEU-ს სტუდენტებს გაცვლითი პროგრამის ფარლებში საშუალება აქვთ ისწავლონ ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების და ტურიზმის მენეჯმენტის მიმართულებით როგორც სამაგისტრო, ასევე საბაკალავრო დონეზე.

Message body empty