English
EN GE

დაცვის კომპანია “ალგანი” აცხადებს ვაკანსიას ოპერატორის პოზიციაზე.

დაცვის კომპანია „ალგანი“, რომელიც დაარსდა 2004 წელს, არის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ლიდერი კომპანია საქართველოში. დღეს „ალგანის“ პორთფოლიო 5000-მდე ორგანიზაციასა და კერძო პირს მოიცავს. კომპანია ორიენტირებულია საქართველოში უსაფრთხოების თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სერვისების დანერგვასა და მიწოდებაზე. დღეისათვის ალგანში დასაქმებულია 1500-ზე მეტი ადამიანი, რომლებიც ყოველდღიურად უზრუნველყოფენ უსაფრთხოებას მთელი ქვეყნის მასშტაბით.

 

ძირითადი ვალდებულებები: 

  • შემომავალ ზარებზე პასუხის გაცემა;
  • მომხმარებლისათვის დეტალური და ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება;
  • საჭიროების შემთხვევაში გამავალი ზარების განხორციელება;
  • ინფორმაციის დამუშავება და შესაბამის პროგრამაში შეყვანა;
  • თანამდებობრივი ინსტრუქციით (სამუშაო აღწერილობა) გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.

 

განათლება და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სტუდენტი/ბაკალავრი;
  • ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ცოდნა (წერილობითი, ზეპირი);
  • ოპერატორის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.

 

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • ორგანიზებულობა;
  • სტრესულ სიტუაციების მართვის უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დისციპლინირებულობა, გაწონასწორებულობა;
  • კომუნიკაციის უნარი.

 

დამატებითი ინფორმაცია:

  • სამუშაო განაკვეთი: დღე-გამოშვებით, ცვლებში
  • ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი

 

ბოლო ვადა: 20 დეკემბერი

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ  გამოგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:  hr@algani.ge

ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.