English
EN GE

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ  აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას ქოლ ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.



ადგილმდებარეობა: თბილისი, წინანდლის ქ.#9
ხანგრძლივობა: 3 თვე - კანდიდატები, რომლებიც სტაჟირებას წარმატებით გაივლიან, დასაქმდებიან შესაბამის პოზიციაზე.
სამუშაო საათები: არასრული  სამუშაო გრაფიკი

ვაკანტური  ადგილების რაოდენობა:  2

ანაზღაურება: 300 ლარი (დარიცხული)


სამუშაოს აღწერა:

  • შემოსულ სატელეფონო ზარებზე პასუხი( სტუდენტებისთვის და დაინტერესებული პირებისთვის კონსულტაციის გაწევა და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის სამსახურთან გადამისამართება).
  • გამავალი ზარის განხორციელება და ინფრომაციის მიწოდება სტუდენტებისთვის, აკადემიური პერსონალისა და სხვა დაინტერესებული პირებისთვის.
  • სასწავლო ბაზაში არსებული საინფორმაციო ველის ყოველდღიური მონიტორინგი და შემოსულ შეტყობინებებზე პასუხის გაცემა.
  • პრობლემური საკითხების გამოვლენა და შესაბამისი სამსახურისთვის ინფორმაციის დროულად მიწოდება.
  • სოციალურ ქსელში შემოსულ შეტყობინებენზე პასუხის გაცემა


ძირითადი მოთხოვნები:

  • ქართულ ენაზე ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის კარგი უნარი
  •  ინგლისურ ენაზე ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის კარგი უნარი

(რუსულის  ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად)

  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა( Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, E_ mail, internet )
  • გამართული მეტყველება


უნარ-ჩვევები

  • გუნდური მუშაობის უნარი
  • პასუხისმგებლობის მაღალი დონე
  • სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი
  • კონფლიქტებისა და დავების მართვა
  • სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირებულობა
  • დროის ეფექტიანი მართვა
  • ინფორმაციის შეგროვება
  • ინფორმაციის/მონაცემთა ანალიზი


განცხადების წარდგენის პროცესი:
დაინტერესებულმა აპლიკანტმა უნდა გამოაგზავნოს რეზიუმე / CV (ფოტოთი) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@seu.edu.ge


გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ შესაბამისი ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.


განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 29/01/2019

 

გასაუბრებაზე მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ შერჩეული კანდიდატები. 

დამატებითი ინფორმაცია უნივერსიტეტის შესახებ: www.seu.edu.ge
 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის/სტაჟირების ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით ჩვენ უფლებამოსილებას გვანიჭებთ განვახორციელოთ მოცემული ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის მოწოდებული (გადმოგზავნილი) რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის დამუშავება, მათ შორის ბაზაში შენახვა. აღნიშნულის მიზანია, სამომავლოდ, შესაბამისი ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, გვქონდეს შესაძლებლობა განვიხილოთ თქვენი კანდიდატურაც.