English
EN GE

დასაქმების სააგენტო ჯობლინკი აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების აგენტის პოზიციაზე.

თუ ხართ მიზანდასახული და შედეგზე ორიენტირებული და გსურთ, მიიღოთ გამოცდილება არასტანდარტული პროდუქტის გაყიდვაში, შეუერთდეთ პროფესიონალთა გუნდს  და აიწყოთ წარმატებული კარიერა - ეს ვაკანსია თქვენთვისაა. 

ძირითადი მოვალეობები: 

  • პოტენციური კორპორატიული კლიენტებისთვის კომპანიის პროდუქციის შეთავაზება და გაყიდვა;
  • ახალი კლიენტების მუდმივი ძიება;
  • კორპორატიული გაყიდვების გზებისა და მეთოდების გაუმჯობესებაზე ზრუნვა.

 

ძირითადი მოთხოვნები:

  • არასტანდარტული პროდუქტის გაყიდვის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  • კორპორატიული კლიენტების საკუთარი ბაზის ქონა ჩაითვლება უპირატესობად.

 

აუცილებელი თვისებები: 

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გადაწყვეტილების ოპერატიულად მიღების უნარი;
  • მიზანდასახულობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.

 

სამუშაო პირობები: 

  • სამუშაო საათები: შეთანხმებით (სტუდენტების ხელშეწყობით);
  • გამოსაცდელი ვადა 2 კვირა.

 

ანაზღაურება: 

  • ფიქსირებული ხელფასი: 250 ლარი;
  • ბონუსი: რეალიზებული პროდუქციის (სერვისის) მოცულობის მიხედვით;
  • კორპორატიული ნომერი. 

 

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე: resume@joblink.ge და სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: გაყიდვების აგენტი. 

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომრებზე: + 995 592 995555; +995 32 2880107.