English
EN GE

სს "თიბისი დაზღვევა" აცხადებს ვაკანსიებს სადაზღვევო აგენტის პოზიციაზე. 

სს "თიბისი დაზღვევა" სთავაზობს დაზღვევის ფართო სპექტრს, როგორც საცალო, ისე კორპორატიული სეგმენტის მომხმარებელს. "თიბისი დაზღვევის" მუშაობის მთავარ პრინციპებს წარმოადგენს: მომსახურების ხარისხი, ინოვაციური პროდუქტები და მომხმარებლისადმი ინდივიდუალური მიდგომა. 

შრომის ანაზღაურება: საკომისიო

სამუშაო ადგილი: თბილისი, ყაზბეგის 24ბ


ჩვენთან
დასაქმების შემთხევაში:

  • გექნებათ კარიერის განვითარების შესაძლებლობა;
  • იმუშავებთ ახალგაზრდა, განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდთან ერთად.

 

ამ თანამდებობის მიზანია პოტენციური მომხმარებლების მოზიდვა და სადაზღვევო მომსახურების/პროდუქტების გაყიდვების ზრდის მხარდაჭერა

 

ძირითადი მოვალეობები:

  • პოტენციური მომხმარებლების დაინტერესება, მოზიდვა სადაზღვევო პროდუქტების/ მომსახურების შეთავაზება;
  • მომხმარებლის მოთხოვნების, საჭიროებების დადგენა-დაზუსტება და მისთვის ოპტიმალური სადაზღვევო პროდუქტების/მომსახურების შეთავაზება, პროდუქტის მახასიათებლების და კონკურენტული უპირატესობების გაცნობა;
  • სადაზღვევო ხელშეკრულებების დადება პოტენციურ მომხმარებლებთან;
  • გაყიდვების შემდგომი მომსახურების უზრუნველყოფა;
  • საჭიროების შემთხევაში მომხმარებელთან შეხვედრის დაგეგმვა და ორგანიზება;
  • გაყიდვების გეგმის განხორციელება განსაზღვრულ ვადაში;
  • არსებული მომხმარებლებისათვის სადაზღვევო პაკეტის განახლების შეთავაზება და კომპანიისადმი ლოიალობის შენარჩუნებაზე ზრუნვა;
  • გაყიდვების არხების ბაზრის კვლევა, ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირება და რეკომენდაციების გაწევა.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ან სტუდენტი.
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • აუცილებელია კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენებს ცოდნა.

დამატებითი მოთხოვნები:

  • მომხმარებელთან ურთიერთობის ცოდნა;
  • საქმიანი ურთიერთობების ეტიკეტის ცოდნა;
  • მოლაპარაკების წარმოების ცოდნა.

 

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • სხარტი აზროვნების უნარი;
  • სწრაფი, მოქნილი მოქმედების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი;
  • პრობლემური და კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი.

 

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: nino.izoria@tbcinsurance.ge და გთხოვთ, თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და სასურველი სამუშაო ადგილი: "სადაზღვევო აგენტი/თბილისი".