




საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ აცხადებს სტაჟირებას ვიცე რექტორის აპარატში.
სტაჟირების პროგრამა განკუთვნილია სეუ-ს სტუდენტებისა და კურსდამთავრებულთათვის.
ძირითადი მოვალეობები:
- უნივერსიტეტის კვლევების განვითარების სამსახურის ასისტირება
- უნივერსიტეტში განხორციელებული კვლევითი პროექტების ორგანიზაციული უზრუნველყოფა
- მკვლევარებთან და სამეცნიერო ნაშრომების ავტორებთან კომუნიკაცია
- კომუნიკაცია პირადად და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით
- უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული მითითებების შესრულება
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უნივერსიტეტ სეუ-ს სტუდენტი ან კურსდამთავრებული
- ინგლისური ენის სამუშაო დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
- MS office პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა
- აკადემიურ ქართულ ენაზე მაღალ დონის კომუნიკაციის უნარი
- უნივერსიტეტის სამეცნიერო ნაშრომის შესრულების სტანდარტების ცოდნა
- უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი პროექტების შესახებ ცოდნა
- სამეცნიერო ნაშრომების შესრულების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- მოწესრიგებულობა
- ორგანიზებულობა
- დეტალებზე ორიენტირება
პირობები:
- სტაჟირების ვადა: 1-დან 3 თვემდე
- სტუდენტებისთვის მოქნილი გრაფიკი (ლექციებთან შეთავსებით)
- სტაჟირების ბოლოს გაიცემა ცნობა და რეკომენდაცია.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV 2019 წლის 28 იანვრის ჩათვლით, შემდეგ მისამართზე hr@seu.edu.ge , სათაურის ველში მიუთითეთ „სტაჟიორი ვიცე რექტორის აპარატში“, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.
სეუ გისურვებთ წარმატებებს!