English
EN GE

"თბილისის ცენტრალური საავადმყოფო" აცხადებს ვაკანსიას კოორდინატორის პოზიციაზე.

 

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი 09:30 - 17:30; შაბათი 10:00 - 14:00;

სამუშაო ადგილი: თბილისი, ლუბლიანას 5

 

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:

  • ინდივიდუალური რიგის დაცვით შესაბამისი მიმართვის მქონე პაციენტების მიცილება საჭირო კაბინეტამდე;
  • მიმართვის არმქონე პაციენტების გადამისამართება რეგისტრატურაში მომსახურების სტანდარტების დაცვით;
  • პაციენტის ინფორმირება კლინიკისა და ექიმების სამუშაო გრაფიკის შესახებ;
  • საჭიროების შემთხვევაში, პაციენტებისთვის დამატებითი ინფორმაციის მიწოდება ექიმის კაბინეტიდან გამოსვლის შემდეგ. ასევე, პაციენტის ინფორმირება კლინიკაში არსებული ამბულატორიული სერვისების შესახებ;
  • დღის ბოლოს ანგარიშის წარდგენა უშუალო ხელმძღვანელისთვის დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
  • პაციენტების მომსახურება სერვის პლიუსით განსაზღვრული მომსახურების სტანდარტების დაცვით.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
  • MS Office-ს მომხმარებლის დონეზე ცოდნა;

 

პიროვნული თვისებები:

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
  • კრიზისული სიტუაციის მართვის უნარი;
  • დროის მართვის უნარი;
  • მოწესრიგებულობა;
  • ორგანიზებულობა;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა.

 

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: hr@vivomedical.ge და გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

 

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 2019 წლის 28 თებერვალი.

 

წარმატებებს გისურვებთ!