English
EN GE

დასაქმების სააგენტო ჯობლინკი აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე. მარკეტინგის მენეჯერი ესაჭიროება სამედიცინო კომპანია „ახალ ხედვას“. პირველი და ერთადერთი ორთოპედიული მაღაზიების ქსელი საქართველოში, რომელიც ახორციელებს ორთოპედიულ-ტრავმატოლოგიურ და სამედიცინო მოვლის საგნების რეალიზაციას საქართველოს მასშტაბით. https://akhalikhedva.ge


ძირითადი მოვალეობები:

  • კომპანიის მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება, დაგეგმვა და განხორციელება;
  • მოკლევადიანი და გრძელვადიანი მარკეტინგული სტრატეგიული გეგმების შემუშავება, დანერგვა;
  • მარკეტინგული ბიუჯეტის დაგეგმვა, მონიტორინგი და ოპტიმიზაცია;
  • პრეზენტაციების, ბანერების დიზაინისა და სხვა სარეკლამო აქსესუარების დიზაინის შექმნის ადმინისტრირება;
  • ტრეინინგების ორგანიზება;
  • ციფრული მარკეტინგული კამპანიების შემუშავება და სოციალური მედიის, ვებ-გვერდის მართვა;
  • გაყიდვების მუდმივი ანალიზი, რეპორტინგი, ჩავარდნების დროული დაფიქსირება და მისი გამოსწორებისკენ მიმართული ღონისძიებების დაგეგმვა, განხორციელება და კონტროლი;
  • რეპორტინგი გენერალურ დირექტორთან;

 

ძირითადი მოთხოვნები:

  • ინგლისური  ენის სრულყოფილად ცოდნა;
  • უმაღლესი განათლება  მარკეტინგის, ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
  • საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
  • აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • სოციალური მედია მარკეტინგის ცოდნა.

 

აუცილებელი თვისებები:

  • ძლიერი ანალიტიკური აზროვნება;
  • ამოცანების მიმართ ინოვაციური და შემოქმედებითი მიდგომა;
  • კარგი წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გადაწყვეტილების ოპერატიულად მიღების უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ორგანიზებულობა/მოწესრიგებულობა;
  • მოლაპარაკებების ეფექტურად წარმოების უნარი.

 

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო საათები: 10:00-19:00;
  • სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი; შაბათი: 10:00-15:00;
  • ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 1500 ლარი.

 

დამატებითი ბენეფიტები: სამედიცინო დაზღვევა.

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე: resume@joblink.ge და სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: მარკეტინგის მენეჯერი.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომრებზე: + 995 592 995555; +995 322880107.