English
EN GE

სს "ფოსტა Pay" არის საქართველოს საგადახდო მომსახურების პროვაიდერი  კომპანია, რომელიც იწვევს მოტივირებულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გოგონებს სტაჟირებაზე მარკეტინგისა და გაყიდვების განყოფილებაში

ძირითადი მოთხოვნები:

  • მარკეტინგული და სარეკლამო კამპანიების/აქტივობების დაგეგმვასა და განხორიცელებაში მონაწილეობა
  • კომპანიის ვებ-გვერდის მართვასა და განვითარებაში მონაწილეობა
  • სოციალურ ქსელსა და ინტერნეტ სივრცეში ბრენდის კომუნიკაციის მართვაში მონაწილეობა
  • კომპანიის საპრეზენტაციო/სარეკლამო მასალების მომზადებაში მონაწილეობა
  • ჯგუფის ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სხვადასხვა დავალების შესრულება

 

მოთხოვნები:

  • სტუდენტები მარკეტინგის, ბიზნეს ადმინისტრირებისა ან ფსიქოლოგიის მიმართულებით
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
  • ინგლისური ენის ცოდნა (სავალდებულოა)

 

პიროვნული თვისებები:

  • გუნდური მუშაობის უნარი
  • კრეატიული აზროვნება
  • ორგანიზებულობა
  • კომუნიკაბელურობა

 

სტაჟირების ბენეფიტები:

  • მარკეტინგულ პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობა გამოცდილ გუნდთან ერთად
  • სტაჟირების პერიოდში, როგორც თეორიული ცოდნის გაღრმავებისა, ასევე პრაქტიკული გამოცდილების მიღების შესაძლებლობა
  • სტაჟირების პერიოდი 6 თვე
  • სტაჟირების ადგილი ქ. თბილისი
  • გრაფიკი თავისუფალი
  • სტაჟირების პერიოდში ანაზღურებადი იქნება ტრანსპორტირება და კვება
  • სტაჟირების დასრულების შემდგომ გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი
  • სტაჟირების დასრულების შემდეგ, წარმატებული სტუდენტი დასაქმდება ნახევარ განაკვეთზე.

 

გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი CV ფოტოსთან ერთად მითითებულ მეილზე: hr@postapay.ge