English
EN GE

"Apple"-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში, კომპანია "iTechnics"-ი, ჩვენთან სამუშაოდ იწვევს ყველას, ვისაც უნდა და შეუძლია "ეფლში" გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე მუშაობა.

 

სამუშაო ადგილი: თბილისი

განაკვეთი: ნახევარი

დასვენება: კვირაში 2 დღე

 

ძირითადი მოვალეობები:

  • მომხმარებლებისთვის ეფექტური და თავაზიანი მომსახურების გაწევა;
  • მაღაზიაში არსებული პროდუქციის მახასიათებლების ცოდნა;
  • პროდუქციის მიღება,დახარისხება,ვიტრინებში განთავსება და მოწესრიგება;
  • სასაქონლო ნაშთების აღწერა და მათი კონტროლი.

 

პროფესიონალს უნდა ჰქონდეს: 

  • შესასრულებელი სამუშაოს ორგანიზების და დაგეგმვის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • სისხარტე და ოპერატიულობა;
  • ლოგიკური საკითხების გადაწვეტის უნარი;

 

ჩვენთვის მნიშვნელოვანია:

  • ინგლისური და/ან რუსული ენების ცოდნა;
  • ძირითადი კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  • მინიმუმ ერთ წლიანი გამოცდილება გაყიდვების და მომხმარებელთან ურთიერთობის სფეროში.

 

ჩვენ შეგასწავლით:

  • Apple-ის ტექნიკის და აქსესუარების შესაძლებლობებს;
  • გაყიდვების ხელოვნებას;
  • კლიენტთან მომსახურების ფსიქოლოგიას.

 

თუ თქვენ გსურთ შეუერთდეთ კომპანიას, რომელიც მუდმივ რეჟიმში ზრუნავს მეგობრული გარემოს შექმნაზე,თანამშრომლების მაღალ მოტივაციაზე,მათ სწავლება განვითარებასა და კარიერულ წინსვლაზე, გამოაგზავნეთ CV მისამართზე: vacancy@itechnics.ge  და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებთან .

 

CV-ის გამოგზავნით თქვენ ადასატურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს "iTechnics"-მა დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მოაცემები 6 თვის განმავლობაში.

"iTechnics" გისურვებთ წარმატებას!