English
EN GE

„ჰოტელ ჰაბი“ - სასტუმროების ონლაინ ჯავშნებისა და ტრანსფერების პირველი ტექნოლოგიური პლატფორმა საქართველოში, აცხადებს სტაჟირების პროგრამას რეზერვაციების განყოფილებაში.

სტაჟირების პროგრამის მიზანია, აღმოვაჩინოთ პოტენციური კანდიდატები, ვისაც სტაჟირების დასრულების შემდეგ დავასაქმებთ ჩვენს კომპანიაში.

თუკი ხარ სხარტი, დეტალებზე ორიენტირებული, კომუნიკაციის/მოლაპარაკების წარმოებისა და დარწმუნების ძლიერი უნარებით, ემზადები პროფესიული გამოწვევებისთვის, ახალი შესაძლებლობებისთვის ტურიზმის ინდუსტრიაში, პროგრესულ და მზარდ კომპანიაში, სადაც შენი უნარების მაქსიმალურად რეალიზებას, დახვეწასა და განვითარებას შეძლებ, ჩვენ სწორედ შენ გეძებთ!

გარდა ზემოთ აღწერილი თვისებებისა და მისწრაფებებისა, თუკი ინგლისურ და რუსულ ენებთან და კომპიუტერულ საოფისე პროგრამებთან მეგობრობ - შენი ადგილი ჩვენს გუნდშია!

 

დამატებითი დეტალები:

  • სრული განაკვეთი;
  • სტაჟირების 3 თვიანი პროგრამის ფარგლებში ანაზღაურება, 300 ლარი (ხელზე ასაღები);
  • სამუშაოს სპეციფიკა მოიცავს ჯავშნების განხორციელებას ჩვენს პარტნიორ სასტუმროებთან და სხვა ობიექტებთან;

 

რას გთავაზობთ ჩვენ:

  • ტურიზმის სფეროში ერთ-ერთ საუკეთესო, მზარდ და განვითარებაზე ორიენტირებულ კომპანიაში გამოცდილების მიღების პერსპექტივას;
  • სასიამოვნო და მყურდო სამუშაო გარემოს;
  • კარიერული ზრდის პერსპექტივას, ინტერესების შესაბამისად;
  • სხვადასხვა ტიპის აქტივობებს, გუნდის შეკავშირების მიზნით;
  • სტაჟირების შემდგომ, გრძელვადანი თანამშრომლობის დაგეგმვის შემთხვევაში, კონკურენტუნარიან ანაზღაურებას, ჯანმრთელობის დაზღვევის პროგრამითა და საკომუნიკაციო ხარჯების უზრუნველყოფით;

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV)  22.03.2019-მდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@seu.edu.ge გთხოვთ,  სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება. ინტერვიუები დაიგეგმება მიღებული რეზიუმეების საფუძველზე შერჩეულ აპლიკანტებთან.

მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის!

წარმატებას გისურვებთ!