English
EN GE

სასტუმროებისა და რესტორნების მენეჯმენტ ჯგუფი - m|group 2005 წელს დაარსდა და დღეისთვის აერთიანებს 6 სხვადასხვა კონცეფციისა და საფასო სეგმენტზე პოზიციონირებულ პროექტს, როგორც თბილისში ასევე კახეთის რეგიონშიც. ჯგუფის მენეჯმენტში შემავალი სასტუმრო „ყვარლის ტბა“ კახეთის შუაგულში მდებარეობს, რომელიც 2010 წელს გაიხსნა და დღეისთვის კომპლექსში შედის სასტუმრო „ყვარლის ტბა“, „ყვარლის ბაღები“ და რეკრეაციული ზონა outdoor სპორტის ელემენტებით. 2019 წლის ივნისიდან სასტუმროს ემატება ახალი, თანამედროვე სტანდარტებზე მორგებული კომპლექსიც, რომელიც ჯამში 130-მდე დამსვენებელს უმასპინძლებს. სასტუმრო „ყვარლის ტბა“ ეძებს გუნდის ახალ წევრს უსაფრთხოების ოფიცერის პოზიციაზე.

პოზიციის დასახელება: უსაფრთხოების ოფიცერი

დეპარტამენტი: უსაფრთხოების დეპარტამენტი

ანგარიშვალდებულება: უსაფრთხოების ზედამხედველი/მენეჯერი

 

პოზიციის აღწერა:

  • უზრუნველყოს სასტუმროს პერიმეტრის, სტუმრების, ვიზიტორებისა და თანამშრომლობის უსაფრთხოება. მუდმივად აკონტროლოს მოსალოდნელი ინციდენტების, ხანძრის საშიშროება და იყოს მზადყოფნაში საჭირო ზომების მისაღებად უსაფრთხოების დაცვის მიზნით.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • განახორციელოს ობიექტის პატრულირება და გამოავლინოს შიდა წესების დარღვევები;
  • შეადგინოს მოკლე და ზუსტი მოხსენება შემდეგი პუნქტების ჩათვლით: ქურდობა, რაიმე სახის ინციდენტი, უბედური შემთხვევა, ხანძარი და სხვა;
  • რეგულარულად განახორციელოს პატრულირება სტუმრების ოთახებისა და ოფისების;
  • დარწმუნდეს რომ საეჭვო პირები არ იმყოფებიან სასტუმროს ტერიტორიაზე და ნივთები უყურადღებოდ არ არის დატოვებული;
  • გამოავლინოს ნებისმიერი უსაფრთხოების წესის დარღვევა და მიიღოს შესაბამისი ზომები პრობლემის აღმოფხვრის მიზნით;
  • გამოავლინოს და დააკავოს არასასურველი ან კრიმინალური პირები, არ შეუშვას სასტუმროს ტერიტორიაზე ის პირები, რომლებსაც ეკრძალებათ აღნიშნულ ტერიტორიაზე ყოფნა;
  • მუდმივად აკონტროლოს მოსალოდნელი ხანძრის საშიშროება და მზადყოფნაში იყოს საჭირო ზომების მისაღებად უსაფრთხოების დაცვის მიზნით;
  • საგანგაშო ან სტიქიური უბედურების შემთხვევაში, იმოქმედოს სასტუმროს საგანგაშო ორგანიზაციული გეგმის მიხედვით ან ნებისმიერი სხვა გზით;
  • ესაუბროს სტუმარს თავაზიანი ტონით და საჭიროების შემთხვევაში გაუწიოს დახმარება.

 

საჭირო უნარები და კომპეტენციები:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა, დამატებითი ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • ფიზიკური გამძლეობა;
  • სწრაფი რეაგირების უნარი;
  • კარგი კომუნიკაციის უნარი;
  • მოწესრიგებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • რამდენიმე დავალების კოორდინირების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • მაღალი პასუხიმგებლობის გრძნობა;
  • კომპანიის ღირებულებებისა და პრინციპებისადმი ერთგულება.

 

ჩვენ გთავაზობთ:

  • კონკურენტული ანაზღაურება;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • საცხოვრებელი ქ. ყვარელში;
  • ყოველთვიური სამოტივაციო სისტემები;
  • პროფესიული ზრდის შესაძლებლობა;
  • მეგობრული გარემო.

 

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე სურათთან ერთად 21 აპრილამდე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@seu.edu.ge

სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

მოცემულ ვაკანსიას შესაძლოა დაემატოს პუნქტები ან შეცვალოს ზემოთმოყვანილი აღწერილობა.