English
EN GE

 “სამედიცინო კორპორაცია ევექსი“  აცხადებს  სტაჟირებას ფარმაცევტული აღრიცხვის ოპერატორის პოზიციაზე თბილისში

 

„სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში და დღეისათვის ქვეყნის 6 რეგიონში 78 კლინიკითაა წარმოდგენილი.

 

სამუშო გრაფიკი:  8 საათიანი 5 სამუშაო დღე

ანაზღაურება: სტაჟირება არაანაზღაურებადია

 

ძირითადი მოვალეობები:

  • აფთიაქში არსებული მედიკამენტებისა და სახარჯი მასალების აღწერა, აღრიცხვა;
  • აფთიაქში არსებული მედიკამენტებისა და სახარჯი მასალების გაცემის კონტროლი განყოფილებების მიხედვით;
  • განყოფილებებისგან მიღებული მოთხოვნების ანალიზი და შესაბამისად მოქმედება;
  • აფთიაქში არსებულ პროდუქციაზე  ნაშთის კონტროლი;
  • საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია უმაღლესი სამედიცინო განათლება ფარმაციის მიმართულებით;
  • სასურველია კომპიუტერულ პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
  • MS Office საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენების  ცოდნა.

 

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ორგანიზებულობა,დისციპლინირებულობა;
  • ენერგიული;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.

 

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 11 აპრილი, 2019

დაინტერესებულმა პირებმა სააპლიკაციო ფორმის შესავსებად მიჰყევით ბმულს: https://evex.ge/ka/vacancy/stajireba-farmacevtuli-agricxvis-operatoris-poziciaze/189

 

„სამედიცინო კორპორაცია ევექსი“   მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით  დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

 

სამედიცინო კორპორაცია ევექსში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სამედიცინო კორპორაცია ევექსის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.