სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

ბიბლიოთეკა

ბიბლიოთეკა არის უნივერსიტეტის საგანმანათლებლო ერთეული, რომელშიც განთავსებულია დაწესებულების ბიბლიოგრაფიული ფონდი - სახელმძღვანელოები, დამხმარე და მეთოდური ლიტერატურა, ბეჭდვითი გამოცემები და სამეცნიერო კვლევითი ნაშრომები, აგრეთვე ისტორიული, მხატვრული, საინფორმაციო და სხვა სახის ლიტერატურული და საინფორმაციო მასალა;

ბიბლიოთეკა არის დაწესებულების  ბალანსზე არსებული სასწავლო დანიშნულების დახურული ტიპის (მხოლოდ დაწესებულების სტუდენტებისა და პერსონალისათვის) ბიბლიოთეკა, რომელშიც დაცულია საქართველოს ბეჭდვითი გამოცემები, უცხოენოვანი სამეცნიერო ბეჭდვითი გამოცემები, რომლებიც განკუთვნილია სტუდენტებისა და დაწესებულების პერსონალისათვის.

ბიბლიოთეკა  თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

  • უზრუნველყოფს უნივერსიტეტის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მომსახურებას სასწავლო და კვლევითი მასალებით;
  • უზრუნველყოფს საბიბლიოთეკო ფონდების ორგანიზებას, სისტემატურ შევსება საგანმანათლებლო, სამეცნიერო ღირებულების მქონე ქართული და უცხოური გამოცემებით; მათი დაცვასა და  ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას;
  • საბიბლიოთეკო ფონდების მონაცემთა ბაზების შექმნას;
  • საზღვარგარეთის საბიბლიოთეკო ფონდების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას;
  • სამკითხველოებში საბიბლიოთეკო ფონდით სარგებლობის პირობების შექმნას;
  • საბიბლიოთეკო საქმიანობის კოორდინაციას კანონმდებლობით დადგენილი წესით;
  • სხვა ქვეყნის, მათ შორის, საბიბლიოთეკო ორგანიზაციებთან და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან აგრეთვე საქართველოში მოქმედ ფონდებთან  და სხვა ორგანიზაციებთან თანამშრომლობას;
  • ზრუნავს საბიბლიოთეკო კადრების კვალიფიკაციის ამაღლებისათვის;
  • უზრუნველყოფს საბიბლიოთეკო პროცესების  საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებით  სრულყოფას.
  • განსაზღვრავს ფაკულტეტის დეკანების მიერ მიწოდებულ ნუსხაში მითითებულ საჭირო სახელმძღვანელოების   მოძიებას და უზრუნველყოფს მათ შეძენას;
  • აწარმოებს ბიბლიოთეკაში არსებული წიგნების ზუსტ აღრიცხვას – კომპიუტერში შეტანას, სპეციალური კატალოგების შექმნას, წიგნების საიმედოდ შენახვის უზრუნველყოფას, მკითხველების აღრიცხვას, დაზიანებული წიგნების აღდგენას, გაცემულ წიგნებზე დაბრუნების კონტროლს, ფირების,  კომპაქტ დისკების კატალოგების შექმნას, რომლებიც დამუშავებული იქნება საგნობრივი და სხვა საბიბლიოთეკო პრინციპებით;
  • ახდენს წიგნების ფონდის პერიოდულ  შესწავლას და შემოწმებას;
  • ახორციელებს ფონდის კატალოგიზაცია-კლასიფიკაციას;

ბიბლიოთეკა, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ანგარიშვალდებულია  ვიცე-რექტორის წინაშე.

ბიბლიოთეკის  ხელმძღვანელი

  • ბიბლიოთეკას  ხელმძღვანელობს ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს  რექტორი.
  • ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია  ვიცე-რექტორის წინაშე და ასრულებს მის მიერ კანონისა და ამ დებულების   საფუძველზე დაკისრებულ მოვალეობებს.
  • ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის ფუნქციები განსაზღვრულია სამუშაოს აღწერილობის შესაბამისად.
 

Message body empty