სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

სტუდენტურ საქმეთა სამსახური

სტუდენტურ სამეთა  სამსახურის კომპეტენციაში შედის:

  • აბიტურიენტთა რეგისტრაცია: საჭირო დოკუმენტების მიღება, სწავლების ელექტრონულ სისტემაში (www.seu.ini.ge) სტუდენტთა მონაცემების რეგისტრაცია, სტუდენტსა და უნივერსიტეტს შორის ხელშეკრულების გაფორმების უზრუნველყოფა;
  • სტუდენტთა პირადი საქმეების მოწესრიგება (საჭირო დოკუმენტების  სრულყოფა);
  • საგამოცდო უწყისების ამობეჭდვა;
  • სტუდენტის თხოვნის საფუძველზე  ფინანსური დავალიანების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
  • სტუდენტებისათვის  სეუ სტიპენდიისა და სასწავლო ფინასური შეღავათების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
  • პოტენციურ სტიპენდიანტთა და სასწავლო შეღავათის მქონე სტუდენტთა გადამოწმება და გამოვლენა;
  • სასწავლო პროცესთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდება დაინტერესებული სტუდენტებისთვის;
  • შიდა მობილობის დროს სტუდენტთა საბუთების მოწესრიგება და სწავლების ელექტრონულ სისტემაში (www.seu.ini.ge) მონაცემთა ცვლილება;
  • შიდა მობილობის დროს პროგრამულ ცვლილებასთან დაკავშირებული ცვლილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება სტუდენტისთვის;
  • შიდა მობილობის პროცესში  სტუდენტის სასწავლო პროგრამის აღიარება/შედარება შესაბამის სასწავლო პროგრამასთან;
  • უნივერსიტეტში მობილობით გადმოსვლის მსურველ სტუდენტთა განცხადებების რეგისტრაცია და თანდართული დოკუმენტების მიღება, სტუდენტის მიერ უნივერსიტეტში არჩეულ  საგანმანათლებლო პროგრამასთან არსებული სასწავლო ბარათის შედარება/აღიარება, სწავლების ელექტრონულ სისტემაში (www.seu.ini.ge) სტუდენტის მონაცემთა ასახვა, უნივერსიტეტსა და სტუდენტს შორის ხელშეკრულების გაფორმების უზრუნველყოფა, სტუდენტის დაინტერესების შემთხვევაში სასურველი ინფორმაციის მიწოდება;
  • მაგისტრანტობის კანდიდატთა  განცხადებების რეგისტრაცია, განცხადებაზე დართული საჭირო დოკუმენტების მიღება,   სწავლების ელექტრონულ სისტემაში (www.seu.ini.ge ) სტუდენტის მონაცემების რეგისტრაცია, უნივერსიტეტსა და სტუდენტს შორის ხელშეკრულების გაფორმების უზრუნველყოფა, სტუდენტის დაინტერესების შემთხვევაში, სასურველი ინფორმაციის მიწოდება.

 

სტუდენტურ საქმეთა სამსახურს ხელმძღვანელობს საზოგადოებასთან ურთიერთობისა და სერვისების მართვის დეპარტამენტის უფროსი.