სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

სამეურნეო სამსახური

სამეურნეო სამსახურის კომპეტენციაში შედის:

  • საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების მონაცემების უტყუარობის უზრუნველყოფის მიზნით ქონებისა და საფინანსო ვალდებულებათა ინვენტარიზაციის ჩატარება;
  • მატერიალურ-ტექნიკური და კომუნალური გადასახადების გადასახდელად ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადება;
  • უნივერსიტეტის  სასწავლო ოთახების, მატერიალურ ფასეულობათა მოვლა-პატრონობა;
  • სამშენებლო-სარემონტო და საექსპლუატაციო სამუშაოების ორგანიზებულად წარმართვის უზრუნველყოფა;
  • სარემონტო და სამონტაჟო სამუშაოების შესრულებისას  უსაფრთხოების ნორმების დაცვის უზრუნველყოფა.

სამეურნეო სამსახურის უფროსი

  • სამეურნეო სამსახურს (შემდგომში-სამსახური) ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს  რექტორი.
  • სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია  მატერიალურ-ტექნიკური დეპარტამენტის  უფროსის წინაშე და ასრულებს მის მიერ კანონისა და ამ დებულების   საფუძველზე დაკისრებულ მოვალეობებს.
  • სამსახურის  უფროსის ფუნქციები განსაზღვრულია სამუშაოს აღწერილობის შესაბამისად.
 

Message body empty