სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

კარიერული განვითარების ცენტრი

კარიერის განვითარების ცენტრის კომპეტენციაში შედის:

  • უნივერსიტეტის  სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისათვის დასაქმების შესაძლებლობებთან და ვაკანსიებთან დაკავშირებით განახლებული ინფორმაციის სისტემატურად მიწოდება;
  • შრომის ბაზარზე უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა დასაქმების მონაცემების შეგროვება და კურსდამთავრებულთა მონაცემთა ბაზებში ასახვა;
  • პოტენციურ დამსაქმებლებთან თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება, რომელიც ითვალისწინებს სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა პრაქტიკა/სტაჟირებასა და დასაქმებას;
  • სტუდენტებისათვის ტრენინგების ჩატარება სამსახურის ძებნის ტექნიკის სრულყოფაზე, რეზიუმეს, სამოტივაციო წერილის შედგენასა და გასაუბრების თავისებურებებზე (შეხვედრების ორგანიზება წამყვანი კომპანიებისა და ბრენდების წარმომადგენლებთან);
  • სტუდენტთა ექსკურსიების მოწყობა სხვადასხვა პროფილურ ორგანიზაციაში;
  • უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებსა და სტუდენტებს შორის შეხვედრების ორგანიზება გამოცდილების გაზიარების მიზნით;
  • პროფესიულ ორიენტაციასთან, დასაქმებასა და კარიერულ განვითარებასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრების, მასტერ-კლასების ან კონფერენციების ორგანიზებას ერთი მხრივ, უნივერსიტეტის სტუდენტებს, კურსდამთავრებულებსა და მეორე მხრივ, პოტენციურ დამსაქმებლებს, HR სპეციალისტებსა ან სხვა შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალებს შორის;
  • სტუდენტების ინფორმირება (ელ-ფოსტის, მოკლე ტექსტური შეტყობინების ან სხვა გზავნილების საშუალებით) კონკრეტული ვაკანსიების შესახებ, დამსაქმებელთა მიერ მოწოდებული ინფორმაციის გავრცელებას სტუდენტებს შორის;
  • დამსაქმებლებთან მიზნობრივი შეხვედრების მოწყობა. დასაქმების ფორუმების ორგანიზებასა და ამ ღონისძიებასთან დაკავშირებული საქმიანობის კოორდინირება, როგორც შინაარსობრივი, ასევე ორგანიზაციული თვალსაზრისით;
  • სასწავლო პრაქტიკის დაგეგმარების  მიზნით თანამშრომლობა პროგრამის ხელმძღვანელებთან.

კარიერის განვითარების ცენტრის მენეჯერი

  • კარიერის განვითარების ცენტრს ხელმძღვანელობს მენეჯერი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს  და ათავისუფლებს რექტორი.
  • კარიერის განვითარების ცენტრის მენეჯერი ანგარიშვალდებულია  დამსაქმებლებთან, სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის წინაშე და ასრულებს მის მიერ კანონისა და ამ დებულების   საფუძველზე დაკისრებულ მოვალეობებს;
  • კარიერის განვითარების ცენტრის მენეჯერის ფუნქციები განსაზღვრულია სამუშაოს აღწერილობის შესაბამისად.