არ მსურს გამოწერა

ადმინისტრაციული დეპარტამენტი

ადმინისტრაციული დეპარტამენტის  კომპეტენციაში შედის:

  • კანცელარიის (საქმისწარმოების)  საქმიანობით გათვალისწინებული ფუნქციების მართვა-შესრულება;
  • შემოსული კორესპოდენციების  გაანაწილება კომპეტენციის მიხედვით  შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებში;
  • უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულების მიერ კორესპოდენციის შესრულების მონიტორინგი;
  • სწავლის საფასურის მობილიზაციასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის კონტროლი;
  • ადმინისტრაციულ დეპარტამენტში შემავალი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის ორგანიზება  და კონტროლი;
  • საქმისწარმოებაში დასრულებული დოკუმენტაციის აღრიცხვა, დამუშავება და დაარქივება.

ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი

  • ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (შემდგომში-დეპარტამენტი) ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს  რექტორი.
  • დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია   რექტორის წინაშე და ასრულებს მის მიერ კანონისა და ამ დებულების   საფუძველზე დაკისრებულ მოვალეობებს.
  • დეპარტამენტის  უფროსის ფუნქციები განსაზღვრულია სამუშაოს აღწერილობის შესაბამისად.

ადმინისტრაციული დეპარტამენტის შემადგენლობაშია შემდეგი სტრუქტურული ერთეულები:

  • საქმისწარმოებისა და რეესტრის სამსახური;
  • იურიდიული სამსახური;