სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

HR სამსახური

ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის კომპეტენციაში შედის:

  • კვალიფიციური ადამიანური რესურსის მოზიდვა, შერჩევა/დაქირავების პროცესის ორგანიზება და მართვა უნივეერსიტეტის  მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად;
  • აკადემიური კონკურსების ჩატარების ორგანიზება: განაცხადის განთავსება, საბუთების მიღება, გასაუბრების ჩანიშვნა, შესაბამისი ოქმების მომზადება;
  • ჩატარებული კონკურსების შედეგად საუკეთესო კანდიდატთაგან საკადრო რეზერვის შექმნა;
  • ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალის პირადი საქმეების ადმინისტრირება;
  • არსებული  პოზიციებისთვის სამუშაო აღწერილობების  მომზადება/განახლება;
  • თანამშრომლების კმაყოფილებისა და ჩართულობის კვლევა;
  • თანამშრომელთა მიერ შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებით დასმული საკითხების განხილვა და შესაბამისი რეაგირება;
  • თანამშრომელთა გუნდური მუშაობის და მათ შორის არაფორმალური ურთიერთობების განვითარებისთვის ღონისძიებების ორგანიზება;
  • აკადემიური და მოწვეული პერსონალისთვის  ინფორმაციის მიწოდება (აფილირების პირობები და პროცედურები, კონკურსები, ხელშეკრულების ვადები);
  • აკადემიური და მოწვეული პერსონალისთვის კონსულტაციის გაწევა;
  • პერსონალის ხელშეკრულების ვადების მონიტორინგი და განახლების პროცესის ორგანიზება;
  • აკადემიური და მოწვეული პედაგოგების სემესტრული დატვირთვის ბრძანების პროექტის მომზადება;
  • აკადემიური და მოწვეული პერსონალის დატვირთვის მონიტორინგი;
  • სტაჟირების პროცესის ორგანიზება (კონკურსის გამოცხადება, შერჩევა);
  • უნივერსიტეტის ხელმძღვანელობისთვის ახალი იდეებისა და ინოვაციური პროექტების, სერვისების შეთავაზება;
  • უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების გეგმის შედგენასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
  • უნივერსიტეტის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის სტრატეგიული განვითარების გეგმის შემუშავება და მართვა;
  • ორგანიზაციული განვითარების შესაბამისად ორგანიზაციული სტრუქტურის განახლება;
  • სამუშაოს ანალიზი და სამუშაოს აღწერილობების შექმნა-განახლება;
  • ახალი თანამშრომლის შერჩევის პროცედურის შექმნა და მართვა;
  • შეფასების სისტემის დანერგვა/განახლება და მართვა;
  • პროფესიული განვითარების სისტემის დანერგვა/განახლება და მართვა;
  • მოტივაციის არამატერიალური სისტემების მართვა;
  • ადამიანური რესურსების მართვის  ელექტრონული პროგრამის დანერგვა და განვითარება.

ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსი

  • ადამიანური რესურსების მართვის სამსახურს (შემდგომში-სამსახური) ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს  რექტორი;
  • სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია  რექტორის წინაშე და ასრულებს მის მიერ კანონისა და ამ დებულების   საფუძველზე დაკისრებულ მოვალეობებს;
  • სამსახურის  უფროსის ფუნქციები განსაზღვრულია სამუშაოს აღწერილობის შესაბამისად.
 

Message body empty