სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

დასაქმებულ სტუდენტთა და კურსდამთ ურთიერთობა

დამსაქმებლებთან, სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის დეპარტამენტის კომპეტენციაში შედის:

  • უნივერსიტეტის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულთათვის კარიერული სერვისის ხელშეწყობა და განვითარება;
  • კარიერული სერვისების განვითარებისათვის სამოქალაქო, კერძო და სახელმწიფო სექტორთან კოორდინირება და თანამშრომლობა;
  • დამსაქმებლებთან ურთიერთობა: დასაქმების და სტაჟირების მიზნით მათთან სისტემატიური ურთიერთობადა ამ კუთხით მემორანდუმების გაფორმება და ა.შ;
  • სტუდენტებთან, სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფებთან, სტუდენტურ ორგანიზაციებთან ურთიერთობა და კურსდამთავრებულებთან პროექტებისა და ნოვატორული ინიციატივების ხელშეწყობა და კოორდინირება.
  • უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის სხვადასხვა პროექტების ორგანიზება;
  • რელევანტურ საკითხებთან დაკავშირებით გამოკითხვების ჩატარება, ანალიზი, ანგარიშის მომზადება და უნივერსიტეტის ხელმძღვანელობისთვის ჩატარებული კვლევის შედეგების გაცნობა;
  • უნივერსიტეტის სახელით ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვა სამთავრობო უწყებებთან,  კერძო და არასამთავრობო სექტორთან;
  • სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, თანამშრომლობა პროფესორ-მასწავლებლებთან, უნივერსიტეტის სამეცნიერო წრეებთან, შესაბამისი რეკომენდაციების, წინადადებების და ინიციატივების მიღება და შესაბამისი პროექტების განხორციელება;
  • უნივერსიტეტის სტუდენტების მონაწილეობის უზრუნველყოფა სხვადასხვა საერთაშორისო პროექტებში.

დამსაქმებლებთან, სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი

  • დამსაქმებლებთან, სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის დეპარტამენტს
  • მდგომში-დეპარტამენტი) ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს  რექტორი;
  • დეპარტამენტს უფროსი ანგარიშვალდებულია  რექტორის წინაშე და ასრულებს მის მიერ კანონისა და ამ დებულების   საფუძველზე დაკისრებულ მოვალეობებს;
  • დეპარტამენტის  უფროსის ფუნქციები განსაზღვრულია სამუშაოს აღწერილობის შესაბამისად.

 

დამსაქმებლებთან, სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის დეპარტამენტის შემადგენლობაშია სტრუსქტურული ერთეული - კარიერის განვითარების ცენტრი.

 

Message body empty