სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

ბიზნესის ადმინისტრირება

პროგრამის აღწერა

პროგრამის მიზანი

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის მიზნებია:

• აღზარდოს პროფესიონალები, რომელთაც გააჩნიათ ფართო თეორიული ცოდნა და სხვადასხვა ბიზნეს თუ ეკონომიკური გარემოს ანალიზის პრაქტიკული უნარები. ასევე, გამოუმუშაოს მათ საბაკალავრო პროგრამის დონის შესაბამისი ცოდნისა და უნარების რეალურ ბიზნეს გარემოში გამოყენების შესაძლებლობები.


• განუვითაროს სტუდენტებს საშუალო რგოლის მენეჯერად მუშაობისთვის საჭირო უნარები და მოამზადოს ისინი მენეჯმენტის, ეკონომიკის, ფინანსების, მარკეტინგის სფეროში რელევანტური ბიზნესგადაწყვეტილების მისაღებად, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო კომპანიებისთვის.


• განუვითაროს სტუდენტებს ინტერესი და მოთხოვნილება ჰქონდეთ საკუთარი ბიზნესი და წარმატებით ოპერირებდნენ ბაზარზე.


• აღზარდოს კრეატიული აზროვნების მქონე სპეციალისტები, რომლებიც ლიდერად ყოფნის ჯანსაღი ამბიციით და განვითარების მუდმივი მოთხოვნილებით იქნებიან კონკურენტუნარიანი ადგილობრივ და საერთაშორისო შრომის ბაზრებზე.

სწავლის შედეგები

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული:

• აღწერს ეკონომიკის, ფინანსების, აღრიცხვის, მარკეტინგის და მენეჯმენტის ფუნდამენტურ ცნებებს; ხსნის და აანალიზებს მათ შორის კავშირს;

• იყენებს ინფორმაციულ ტექნოლოგიებს ბიზნესპროცესების მხარდასაჭერად და რელევანტური გადაწყვეტილების მისაღებად;

• განსაზღვრავს ბიზნესის ეთიკის, სოციალური და სამართლებრივი პასუხისმგებლობის თეორიებსა და პრაქტიკას;

• იყენებს კვლევით (რაოდენობრივ და თვისებრივ) უნარებს ბიზნესის პრობლემების ანალიზის, აღმოჩენისა და გადაჭრის მიზნით;

• აცნობიერებს გლობალიზაციას და აფასებს კულტურულ მრავალფეროვნებას;

• აანალიზებს საკუთარი ბიზნესის წამოწყების გამოწვევებს; განასხვავებს ბიზნესსტრატეგიების სახეებს და მსჯელობს მათი დაგეგმვის, განხორციელებისა და შეფასების შესახებ;

• შეიმუშავებს პროექტს და ასაბუთებს მის განხორციელებადობას რაოდენობრივი ან/და ხარისხობრივი კვლევით და მისი შედეგების კომუნიკაციით;

• მუშაობს ეფექტურად სხვა ინდივიდებთან მათი უნარების გაცნობიერების, ინტერპერსონალური და ჯგუფური ინტერაქციის, ასევე საკუთარი უნიკალური შესაძლებლობების გაანალიზების მეშვეობით. ამგვარად, ქმნის სინერგიის ეფექტს გუნდური მუშაობის პროცესში;

• ქმნის ბიზნეს იდეას, შეიმუშავებს ბიზნეს-გეგმას და აქვს საკუთარი ორგანიზაციის ჩამოყალიბების და ბაზარზე შესვლის მზადყოფნა;

• ამზადებს ნათლად გაწერილ ანალიზს და უზრუნველყოფს მის ორგანიზებულ, დასაბუთებულ და დამაჯერებელ როგორც ზეპირ, ისე წერილობით პრეზენტაციას.

ჩარიცხვის პირობები

ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამაზე სწავლის უფლება აქვს სრული ზოგადი განათლების მქონე პირს, რომელსაც გააჩნია სახელმწიფოს მიერ დადასტურებული შესაბამისი დოკუმენტი (ატესტატი) ან მასთან გათანაბრებული და ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე სწავლის უფლებას მოიპოვებს აღნიშნულ პროგრამაზე და გაივლის ადმინისტრაციულ რეგისტრაციას სეუ-ში.

ჩარიცხვა ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე


ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დასაშვებია:


• უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება;


• საქართველოს მოქალაქეებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება და სრული ზოგადი განათლების ბოლო 2 წელი ისწავლეს უცხო ქვეყანაში;


• უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის (გარდა ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა და გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა), რომლებიც სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში;


• საქართველოს მოქალაქეებისათვის (გარდა ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა და გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა), რომლებიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განსაზღვრული ვადით ცხოვრობენ/ცხოვრობდნენ, სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.


• უნივერსიტეტი ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მოპოვების მსურველი პირების პროგრამის ენის ცოდნის დადგენის მიზნით ატარებს გასაუბრებას და უზრუნველყოფს აღნიშნული გასაუბრების ვიდეოჩანაწერის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის ხელმისაწვდომობას.

დასაქმების სფერო

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულს შეუძლია დასაქმდეს ანალიტიკურ, სამშენებლო, საცალო ვაჭრობის, სადისტრიბუციო, ტურისტულ, ელექტრონული კომერციის სფეროს, ჯანდაცვის სფეროს, მომსახურების სფეროს და ქვეყნის ეკონომიკის სხვადასხვა სექტორებში მოქმედ კომპანიებში.

კურსდამთავრებულს, ასევე, შეუძლია უზრუნველყოს ბაზარზე შესვლა საკუთარი ბიზნესიდეით.

სამუშაო დეპარტამენტებია:

• ანალიტიკური დეპარტამენტი
• ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი
• კვლევების და განვითარების დეპარტამენტი
• სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტი
• ფინანსური დეპარტამენტი
• პროექტების მართვის დეპარტამენტი
• მარკეტინგის დეპარტამენტი
• რისკების მართვის დეპარტამენტი
• მცირე ბიზნესი

იხილეთ ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამა დეტალურად

ზოგადი ინფორმაცია

ბიზნესის ადმინისტრირება

Message body empty