არ მსურს გამოწერა

სოციალური მეცნიერებების სკოლა

პროგრამის მიზანი

სეუ-ს ინგლისური ფილოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამა არის დამატებითი სპეციალობის შეძენის მსურველთათვის და მიზანად ისახავს, ხელი შეუწყოს სტუდენტს, დაეუფლოს პრაქტიკულ ინგლისურ ენას საერთო ევროპული სარეკომენდაციო ჩარჩოს სტანდარტით განსაზღვრულ B 2 დონეზე და გამოუმუშაოს: კითხვის; მოსმენის; წერის; საუბრის; მოსმენილი მასალის აღქმისა და მასზე სათანადო რეაგირების სტრატგიები ინგლისური ენის სხვადასხვა მასალაზე; წარმოდგენა შეუქმნას ინგლისური ლიტერატურის ისტორიის (შუა საუკუნეებიდან დღემდე) განვითარების უმნიშვნელოვანესი ტენდენციების შესახებ; გააცნოს ცბობილ ინგლისელ მწერალთა და დრამატურგთა შემოქმედება და მხატვრული ნაწარმოებები. გამოუმუშავოს მათი შეფასების, მხატვრული ანალიზისა და გარჩევის უნარ-ჩვევები. ”ინგლისური ფილოლოგიის“ დამატებითი minor პროგრამის სწავლების უზრუნველყოფა ხდება ინგლისური ენისა და ლიტერატურის საბაზო უნარების ათვისების პრინციპით. მთლიანობაში Minor პროგრამა ორიენტირებულია საბაზო უნარ-ჩვევების შეძენაზე. პროგრამა ხელს უწყობს სტუდენტის ინდივიდუალური ანალიტიკური უნარების ფორმირებას, განვითარებას, კარიერული შესაძლებლობის გაფართოებას.

ზოგადი ინფორმაცია