სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ინგლისური ფილოლოგიის დამატებითი (minor) პროგრამის სასწავლო კომპონენტების ( სავალდებულო და არჩევითი სასწავლო კურსების) შინაარსი, სწავლის და სწავლების მეთოდებისა და კრედიტების მოცულობის გათვალისწინებით, უზრუნველყოფენ ამ კომპონენტით დასახული სწავლის შედეგების მიღწევას, ცოდნასა და გაცნობიერებას.

კურსდამთავრებული ფლობს ინგლისურ ენას B 2 დონეზე, აქვს ზოგადი ლექსიკის მდიდარი მარაგი; გააჩნია გარკვეული ცოდნა ინგლისური ენის მორფოლოგიის, სინტაქსისის და სემანტიკის დარგში; იცნობს რთულ გრამატიკულ კონსტრუქციებს; იცის საუბრის წარმოების ტექნიკა; იცნობს სხვადასხვა დარგის ტექსტებს და მათთან მუშაობის მეთოდებს; გაღრმავებული აქვს საქმიანი სფეროს ლექსიკა და იცის საქმიანი წერილების შედგენა და წერილობითი კომუნიკაციის წარმოების ხერხები; იცნობს აუდირების მეთოდებს.
იცის ინგლისური ლიტერატურის ისტორიის საკითხები შუა საუკუნის პერიოდიდან თანამედროვეობამდე; იცის ამ პერიოდების ლიტერატურული მიმდინარეობები და იცნობს წარმომადგენლებს; აცნობიერებს ინგლისელი მწერლების ნაწარმოებთა პოეტიკას, რომელთაც განსაზღვრეს მთელი ლიტერატურული ეპოქების სპეციფიკა და შინაარსი.

 ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი

სტუდენტი ფლობს სასაუბრო ლექსიკის ყველა ძირითად ასპექტს: კითხვის, წერის, მოსმენისა და საუბრის უნარებს B 2 დონეზე.
საუბარი: სტუდენტს შეუძლია ისაუბროს სხვადასხვა საყოფაცხოვრებო თემებზე (მუსიკა, მედია, ქალაქები, მეცნიერება, ბიზნესი და რეკლამირება); შეუძლია საკუთარი მოსაზრების გამოხატვა განვლილი ლექსიკური მასალის გამოყენებით, მონაცემთა სინთეზი; დისკუსიაში, კამათში, პრობლემის გადაჭრაში მონაწილეობა ყველა სასაუბრო ნორმების დაცვით და საკუთარი არგუმენტების მოყვანა.
კითხვა: შეუძლია B2 დონის შესაბამისი ინფორმაციული, სამეცნიერო თუ მხატვრული ტექსტების წაკითხვა, შინაარსის გაგება, წაკითხულის ანალიზი, დასკვნების გამოტანა და მიღებული მონაცემების სინთეზი.
წერა: ჩამოყალიბებული აქვს წერითი უნარ–ჩვევები და შეუძლია პრაქტიკაში გამოიყენოს მიღებული ცოდნა: მართლწერის წესები, ესეს, თხზულების, დოკუმენტის ან საქმიანი წერილის შედგენის ნორმები; შეუძლია ორთოგრაფიულად, გრამატიკულად და აზრობრივად სწორად შეადგინოს ნებისმიერი სახის წერილობითი ტექსტი მდიდარი ზოგადი ლექსიკის გამოყენებით.
მოსმენა: შეუძლია რთული ავთენტური აუდიო მასალის მოსმენა და აღქმა, უცხოელ თანამოსაუბრეთა მეტყველების გაგება და სწორი რეაგირება; ინფორმაციის განზოგადება და/ან დაკონკრეტება; ჩანაფიქრის და ქვეტექსტების ამოცნობა; სტილის, ინტონაციის და განწყობის განსაზღვრა.
სტუდენტს შეუძლია გაარჩიოს და გადმოსცეს ტექსტის შინაარსი; დააფიქსიროს საკუთარი დამოკიდებულება, დაწეროს მოკლე მიმოხილვა; გამოიყენოს მიღებული თეორიული ცოდნა მხატვრული ტექსტის დედანში ადეკვატური აღქმა-გააზრებისა და ანალიზისათვის.
შეუძლია იმსჯელოს ნაწარმოებებში მოცემულ პრობლემატიკაზე; გადმოსცეს ნაწარმოებების შინაარსი და ავტორების მოკლე ბიოგრაფია; გაანალიზოს ლიტერატურული და სოციალურ-კულტურული მოვლენები ინგლისური ლიტერატურის ისტორიის საკითხებში შუა საუკუნებიდან დღემდე.

დასკვნის უნარი

კურსდამთავრებულს შეუძლია პრობლემების გაანალიზება და სათანადო დასკვნების გაკეთება; სტუდენტს განვითარებული აქვს ახალი და გამოყენებული მონაცემებისა და სიტუაციების ანალიზის და დასკვნის გამოტანის უნარი; მას შეუძლია შეაჯამოს და შეაფასოს მისაღები და მიღებული შედეგები; ენობრივი თეორიული მასალის წაკითხვისას სტუდენტს შეუძლია შესასწავლ საკითხებთან დაკავშირებული სამეცნიერო ლიტერატურის კრიტიკული ანალიზი, ენის საკითხებზე დისკუსიის წარმოება. განვითარებული აქვს კომუნიკაციის უნარი
კურსდამთავრებულს შეუძლია სხვა კულტურის წარმომადგენელს გაუზიაროს საკუთარი მოსაზრებები და აზრები და დაამყაროს კომუნიკაცია ინგლისურ ენაზე; წარმართოს დიალოგი განსხვავებული სიტუაციების გარშემო, მიიღოს მონაწილეობა დებატებსა და დისკუსიაში. სტუდენტს შეუძლია გრამატიკულად გამართული წინადადების აგება, შეუფერხებელი მეტყველება ქართულ და ინგლისურ ენაზე. სტუდენტს შეუძლია ინფორმაციის გადაცემა ზეპირი და წერილობითი ფორმით, საკითხისადმი საკუთარი დამოკიდებულების წარდგენა, დისკუსიებში მონაწილეობა, კითხვა-პასუხის რეჟიმში მუშაობა. შეუძლია ინგლისური ფილოლოგიის საკითხებზე წერილობითი ანგარიშის და პრეზენტაციის მომზადება საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით და მათ წარდგენა სპეციელისტაბთან და არასპეციალისტებთან.

სწავლის უნარი

სტუდენტს შეუძლია საკუთარი სწავლის პროცესის თანმიმდევრულად და მრავალმხრივად შეფასება, შემდგომი სწავლის საჭიროებების დადგენა, კერძოდ, გააზრებული აქვს სწავლისა და განვითარების მიმართულებით ცოდნის მუდმივად გაღრმავების აუცილებლობა, როგორც პროფესიაში წარმატების უმნიშვნელოვანესი პირობა.

ღირებულებები

სტუდენტი მონაწილეობს ღირებულებების ფორმირების პროცესში და ისწრაფვის მათ დასამკვიდრებლად, რაც გამოიხატება შემდეგში: სტუდენტს გამომუშვებული აქვს პატივისცემის გრძნობა უცხო ქვეყნის კულტურის, ტრადიციების, კანონებისა და წეს–ჩვეულებების მიმართ. აცნობიერებს უცხო ქვეყნის ღირებულებებს და გამოიყენებს მათ კულტურათაშორისი კომუნიკაციის საწარმოებლად.
შეუძლია კულტურათა დიალოგში ჩართვა ინგლისურენოვანი ინფორმაციის მიღების და ამოკრეფის პროცესში, შეფასებების გამოთქმა, საკუთარ კულტურულ გამოცდილებასა თუ გარემოსთან პარალელების გავლება.

Message body empty