სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

საერთაშორისო ურთიერთობები

პროგრამის აღწერა

პროგრამის მიზანი

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის მიზნებია:

• მისცეს საერთაშორისო ურთიერთობებისა და მისი მომიჯნავე მეცნიერების საკითხების თეორიული ცოდნა. შეასწავლოს სტუდენტს საერთაშორისო ურთიერთობების თეორიაში არსებული ძირითადი ტენდენციები და უახლოესი მიმდინარეობები. სახელმწიფოთა შორის ურთიერთობების რეგულირების დიპლომატიური, სამართლებრივი და ეკონომიკური მექანიზმები.


• გააცნოს საერთაშორისო პოლიტიკისა და გლობალიზაციის ძირითადი ასპექტები. ამ ასპექტებზე გეოპოლიტიკის თეორიების, გლობალიზაციისა და მასში მიმდინარე უსაფრთხოების პრობლემებისა და მასთან დაკავშირებული თანამედროვე გამოწვევების საკითხების გავლენის მნიშვნელობა.


• შესძინოს საერთაშორისო სისტემაში საქართველოს როგორც პატარა სახელმწიფოს მნიშვნელობის და ადგილის სრულყოფილი გააზრების ცოდნა. ქართული სახელმწიფოს შიდა სახელმწიფოებრივი განვითარებისა და საგარეო გლობალური და რეგიონული ურთიერთობების თავისებურებების ცოდნა.


• გამოუმუშაოს საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში მიმდინარე პროცესების ანალიზისა და კომუნიკაციის უნარი. შეფასებისა და მასთან დაკავშირებით ლოგიკური მსჯელობის უნარი, საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის, ანალიზის მსჯელობის, დასაბუთებისა და ლოგიკური დასკვნების გაკეთების აუცილებელი უნარები .


• ჩამოუყალიბოს სამოქალაქო და პოლიტიკური აზროვნების უნარი. მისცეს ცოდნა სახელმწიფოსთან მიმართებაში უფლებებისა და მოვალეობების შესახებ. სამოქალაქო პასუხისმგებლობის მნიშვნელობის გააზრება, როგორც სახელმწიფოსთან ასევე სხვა მოქალაქეებთან მიმართებაში ადამიანის უფლებებისა და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების დაცვითა და პატივისცემით, როგორც შიდა სახელმწიფოებრივ ასევე გლობალურ გარემოში.

• საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში ზოგადი და უნივერსალური საკითხების შესწავლის შემდეგ, მისცეს სტუდენტს საშუალება მოახდინოს მისი ინდივიდუალური აკადემიური პროფილის ფორმირება  თავისი ინტერესის შესაბამისად, დასავლეთის, აღმოსავლეთისა თუ პოსტ-საბჭოთა რეგიონის ქვეყნების საერთაშორისო ურთიერთობებისა და პოლიტიკის, ასპექტების შესწავლით, ასევე შესაბამისი რეგიონისთვის დამახასიათებელი მეორე უცხო ენის ათვისებით.

სწავლის შედეგები

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული:

• იცნობს პოლიტიკის მეცნიერებისა და საერთაშორისო ურთიერთობების ძირითად ცნებებს და თეორიებს. აქვს თეორიული, კონცეპტუალური და ისტორიული ცოდნა საერთაშორისო ურთიერთობებსა და მის მომიჯნავე დისციპლინებში.


• იცნობს საერთაშორისო ურთიერთობების, პოლიტიკურ, ფილოსოფიურ, სამართლებრივ და ეკონომიკური საკითხებს.


• იცნობს დიპლომატიის ისტორიულ, თეორიულ და პრაქტიკულ ასპექტებს.


• ავლენს გლობალიზაციისა და მასთან დაკავშირებული უსაფრთხოებისა და სხვა გამოწვევების საკითხების ცოდნას.


• აანალიზებს გეოპოლიტიკურ თეორიებსა და ქვეყნების საგარეო–პოლიტიკურ ორიენტაციას.


• აფასებს უნივერსალური და რეგიონული საერთაშორისო ორგანიზაციების როლსა და მნიშვნელობას საერთაშორისო სისტემისა და უსაფრთხოების საკითხების რეგულირების ჩამოყალიბებაში.


• განასხვავებს საერთაშორისო ურთიერთობებში ძირითადი წამყვანი სახელმწიფოების პოლიტიკური სისტემებს.


• აცნობიერებს საქართველოს როგორც პატარა სახელმწიფოს ადგილისა და როლის მნიშვნელობას საერთაშორისო სისტემაში.


• ახდენს საგარეო პოლიტიკის განხორციელებასთან დაკავშირებული პრობლემების იდენტიფიცირებას, მათი გადაწყვეტისათვის საშუალებების მოძიებას, განმარტებას და გამოყენებას.


• ავლენს სამოქალაქო და პოლიტიკურ აზროვნებას; აქვს ცოდნა სახელმწიფოსთან მიმართებაში უფლებებისა და მოვალეობების შესახებ; აცნობიერებს სამოქალაქო პასუხისმგებლობას.

ჩარიცხვის პირობები

საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამაზე სწავლის უფლება აქვს სრული ზოგადი განათლების მქონე პირს, რომელსაც გააჩნია სახელმწიფოს მიერ დადასტურებული შესაბამისი დოკუმენტი (ატესტატი) ან მასთან გათანაბრებული და ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე სწავლის უფლებას მოიპოვებს აღნიშნულ პროგრამაზე და და გაივლის ადმინისტრაციულ რეგისტრაციას სეუ-ში.

ჩარიცხვა ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე


ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დასაშვებია:


• უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება;

• საქართველოს მოქალაქეებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება და სრული ზოგადი განათლების ბოლო 2 წელი ისწავლეს უცხო ქვეყანაში;

• უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის (გარდა ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა და გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა), რომლებიც სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში;


• საქართველოს მოქალაქეებისათვის (გარდა ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა და გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა), რომლებიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების 20 სამინისტროს მიერ განსაზღვრული ვადით ცხოვრობენ/ცხოვრობდნენ, სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

• უნივერსიტეტი ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მოპოვების მსურველი პირების პროგრამის ენის ცოდნის დადგენის მიზნით ატარებს გასაუბრებას და უზრუნველყოფს აღნიშნული გასაუბრების ვიდეოჩანაწერის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის ხელმისაწვდომობას.

დასაქმების სფერო

კურსდამთავრებულთა დასაქმების პოზიციები

საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულს შესაძლებლობა ექნებათ დასაქმდეს როგორც საჯარო, ასევე კერძო სტრუქტურებში:

• საგარეო საქმეთა სამინისტრო;
• საჯარო დაწესებულებები;
• საქართველოში აკრედიტებული საერთაშორისო ორგანიზაციები;
• საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები;
• კერძო კომპანიები

იხილეთ საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამა სრულად

ზოგადი ინფორმაცია

საერთაშორისო ურთიერთობები

Message body empty