სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

საერთაშორისო ურთიერთობები

საერთაშორისო ურთიერთობები

I. იცნობს პოლიტიკის მეცნიერებისა და საერთაშორისო ურთიერთობების ძირითად ცნებებს და თეორიებს. აქვს თეორიული, კონცეპტუალური და ისტორიული ცოდნა საერთაშორისო ურთიერთობებსა და მის მომიჯნავე დისციპლინებში.

II. იცნობს საერთაშორისო ურთიერთობების, პოლიტიკურ, ფილოსოფიურ, სამართლებრივ და ეკონომიკური საკითხებს.

III. იცნობს დიპლომატიის ისტორიულ, თეორიულ და პრაქტიკულ ასპექტებს.

IV. ავლენს გლობალიზაციისა და მასთან დაკავშირებული უსაფრთხოებისა და სხვა გამოწვევების საკითხების ცოდნას.

V. აანალიზებს გეოპოლიტიკურ თეორიებსა და ქვეყნების საგარეო–პოლიტიკურ ორიენტაციას.

VI. აფასებს უნივერსალური და რეგიონალური საერთაშორისო ორგანიზაციების როლსა და მნიშვნელობას საერთაშორისო სისტემისა და უსაფრთხოების საკითხების რეგულირების ჩამოყალიბებაში.

VII. განასხვავებს საერთაშორისო ურთიერთობებში ძირითადი წამყვანი სახელმწიფოების პოლიტიკური სისტემებს.

VIII. აცნობიერებს საქართველოს როგორც პატარა სახელმწიფოს ადგილისა და როლის მნიშვნელობას საერთაშორისო სისტემაში.

IX. ახდენს საგარეო პოლიტიკის განხორციელებასთან დაკავშირებული პრობლემების იდენტიფიცირებას, მათი გადაწყვეტისათვის საშუალებების მოძიებას, განმარტებას და გამოყენებას.

X. ავლენს სამოქალაქო და პოლიტიკურ აზროვნებას; აქვს ცოდნა სახელმწიფოსთან მიმართებაში უფლებებისა და მოვალეობების შესახებ; აცნობიერებს სამოქალაქო პასუხისმგებლობას.

 

კონცენტრაციის სწავლის შედეგები

დასავლეთის  ქვეყნები

I.I  იცნობს ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს და აცნობიერებს მის როლს მსოფლიო პოლიტიკის და საერთაშორისო სისტემის ჩამოყალიბებაში;

I.II  აანალიზებს ევროპის ქვეყნების საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითად საკითხებს. ამ პოლიტიკის ფორმირების ისტორიულ წანამძღვრებს და მისი განვითარების პერსპექტივას, როგორც რეგიონალურ, ასევე გლობალურ დონეზე.

I.III  ახდენს სამხრეთ კავკასიის რეგიონის წამყვანი სახელმწიფოების და კერძოდ საქართველოში არსებული პოლიტიკური, და გეოპოლიტიკური ინტერესების განსაზღვრას და პრაქტიკული გადაწყვეტილებას მიღებას ამ ცოდნაზე დაყრდნობით.

I.IV  ავლენს დასავლეთის ქვეყნების საერთაშორისო ურთიერთობებისა და ქვეყნების დიპლომატიის სფეროში მუშაობისათვის საჭირო ცოდნასა და პრაქტიკულ უნარებს.

I.V  ახდენს დასავლეთის ქვეყნებთან მიმართებაში  არსებული პოლიტიკური სიტუაციის  შესახებ სწორი დასკვნების გამოტანას როგორც  ვერბალურ, ასევე წერილობით დონეზე; ინდივიდუალური მცირე სამეცნიერო კვლევის განხორციელებით, საბაკალავრო ნაშრომის სახით. 

 

აღმოსავლეთის  ქვეყნები 

II.I   იცნობს ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების ისტორიას და კულტურულ-რელიგიურ თავისებურებებს.

II.II  ახდენს ახლო აღმოსავლეთის რეგიონის პოლიტიკური პრობლემების განსაზღვრას რეგიონის ისტორიული განვითარების კონტექსტიდან გამომდინარე.

II.III  ახდენს ეთნო კონფესიური და ეთნო ტერიტორიული კონფლიქტების გაანალიზებას აღმოსავლეთში და მისი მსოფლიო პოლიტიკაზე გავლენის გააზრებას.

და მასზე ლოგიკური დასკვნების გაკეთება როგორც წერილობითი ასევე ვერბალური სახით.

II.IV  ავლენს აღმოსავლეთის ქვეყნების საერთაშორისო ურთიერთობებისა და  ქვეყნების დიპლომატიის სფეროში მუშაობისათვის საჭირო ცოდნასა და პრაქტიკულ უნარებს.

II.V  ახდენს ახლო აღმოსავლეთის რეგიონის პოლიტიკური პრობლემების განსაზღვრას რეგიონის ისტორიული განვითარების კონტექსტიდან გამომდინარე და მასზე ლოგიკური დასკვნების გაკეთებას როგორც ვერბალურ, ასევე წერილობით დონეზე, საბაკალავრო ნაშრომის შესრულების სახით.

 

კონცენტრაცია - პოსტ-საბჭოთა ქვეყნები

III.I  ავლენს პოსტ-საბჭოთა რეგიონის პოლიტიკური და  ეკონომიკური  საკითხების ცოდნას საერთაშორისო ურთიერთობებთან მიმართებაში.

III.II  იცნობს სამხრეთ კავკასიის ქვეყნების პოსტ-საბჭოთა ტრანსფორმაციის საკითხებს.

III.III  ახდენს რეგიონის წამყვანი სახელმწიფოს რუსეთის ფედერაციის სამხრეთ კავკასიაში და კერძოდ საქართველოში არსებული პოლიტიკური, და გეოპოლიტიკური ინტერესების განსაზღვრას და პრაქტიკული გადაწყვეტილება მიღებას ამ ცოდნაზე დაყრდნობით.

III.IV  ავლენს პოსტ-საბჭოთა ქვეყნების საერთაშორისო ურთიერთობებისა და  ქვეყნების დიპლომატიის სფეროში მუშაობისათვის საჭირო ცოდნასა და პრაქტიკულ უნარებს.

III.V  ახდენს დასკვნების გამოტანას და თავისი ინტერპრეტაციის მიცემას საერთაშორისო ურთიერთობების ძირითად პროცესებსა და ტენდენციებზე პოსტ-საბჭოთა რეგიონში როგორც ვერბალურ, ასევე წერილობით დონეზე, საბაკალავრო ნაშრომის შესრულების სახით.

საერთაშორისო ურთიერთობები

Message body empty