არ მსურს გამოწერა

ინგლისურენოვანი მედიცინა

პროგრამის აღწერა

პროგრამის მიზანი

სეუს ინგლისურენოვანი მედიცინის საბაკალავრო პროგრამის მიზანია საერთაშორისო მასშტაბით კონკურენტუნარიანი და სათანადო კომპეტენციის მქონე კვალიფიციური დიპლომირებული მედიკოსის მომზადება. პროგრამა უზრუნველყოფს ისეთი აზროვნების, ცოდნისა და პრაქტიკული/კლინიკური უნარების გამომუშავებას, რომლებიც აუცილებელია პროფესიული საქმიანობის წარმატებით წარმართვისა და შემდგომი სწავლის გაგრძელებისათვის.

პროგრამის ამოცანებია

მისცეს სტუდენტს მსოფლიოში აღიარებული სტანდარტებით ფუნდამენტური ცოდნა, თანამედროვე სამეცნიერო და ტექნოლოგიური წინსვლის შესაბამისი სამეცნიერო განათლება, რომელიც გამყარებული იქნება სამედიცინო პრაქტიკული საქმიანობისათვის აუცილებელი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის მტკიცებულებებით ასევე პროგრამა ორიენტირებულია გამოუმუშავოს სტუდენტს მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის (Life Long Learning – LLL), მოტივაციის და პროფესიული უნარი; კლინიკური და კომუნიკაციური უნარ-ჩვევები; მომავალი ექიმის პროფესიისთვის მნიშვნელოვანი ეთიკური ღირებულებების და დამოკიდებულებები. პროგრამის საბაზისო და კლინიკური კურსები, სამეცნიერო-კვლევითი და კლინიკური პრაქტიკის კომპონენტები უზრუნველყოფენ სტუდენტებისათვის საერთაშორისო სამედიცინო სტანდარტის შესაბამისი კომპეტენციის გამომუშავებას და შიდა, საგარეო შრომით და საგანმანათლებლო ბაზარზე კონკურენტუნარიანი კადრების მომზადებას.

პროგრამია აქტუალურობა/ გამოწვევა

სამედიცინო განათლება და ჯანდაცვის ხარისხის გაუმჯობესება ნებისმიერ ქვეყანაში სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხია. ეკოლოგიურმა ცვლილებებმა და კაცობრიობის ტექნოლოგიურმა განვითარებამ გამოიწვია, ისედაც მრავალფეროვან პათოლოგიათა ცვალებადობა, ახალი დაავადებებისა და სინდრომების გაჩენა, რაც მოითხოვს ექიმისგან სიღრმისეულ ცოდნასა და მაღალ კვალიფიკაციას. წარმატებული საექიმო საქმიანობის უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა ხარისხიანი საბაზისო სამედიცინო განათლების მიღება, სამედიცინო განათლებაში საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინება და ინტერნაციონალიზაცია.

ზოგადი ინფორმაცია