სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

საბანკო საქმე

საბანკო საქმე

ცოდნა და გაცნობიერება

მაგისტრანტმა იცის:

  • გლობალიზაციის პირობებში საბანკო ბიზნესში არსებული პრობლემებისა და მა­თი რეგუ­ლი­რების მექანიზმის აღწერა, ურთიერთდაკავშირება და ერთმანეთისგან განსხვავება;
  • საბანკოსაფინანსო სფეროს, მისი ორგანიზაციული საფუძვ­ლე­ბის, რეგულირებისა და მართ­ვის პრინ­ცი­პე­ბის ღრმა და სისტემური ცოდნის დემონსტრირება;
  • საბანკოსაფინანსო ბიზნესისათვის დამახასიათებელი სპეცი­ფიური მეთოდებისა და საკით­ხე­ბის ღრმა და სისტემური ცოდნა, ცოდნის კონკრეტულ სიტუაციებთან მისადაგება;
  • საბანკო კონკურენციის საკითხების ღრმა ცოდნა;
  • საბანკო-საფინანსო სფეროს მარეგულირებელი საკანონმ­დებ­ლო ბაზის ცოდნის დემონსტრირება;
  • საინვესტიციო პოლიტიკის, საერთაშორისო ინვესტიციების, მათი განხორციელებისა და რე­გუ­­­ლირების მექანიზმების ღრმა ცოდნის საფუძველზე ცალკეული პრობლემების გადაჭრის გზების გაცნობიერება;
  • საბანკო და საფინანსო სფეროს კომპანიების ბიზნეს-საქმიანობის სპეციფიკის, მისი მართვის და  სტრატეგიის შემუშავება/ გან­ხორ­ციელების და განვითარების საკითხების ღრმა და სისტემური ცოდნის საფუძველზე ორგანიზაციის  საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით ახალი, ორიგინალური იდეების შემუშავება.


ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი

მაგისტრატურის კურსდამთავრებული შეძლებს:

  • ახალ, გაუთვალისწინებელ და მულტიდისციპლინურ გარემოში მოქმედებას; კომპლექსური პრობლემების გადაწყვეტის ახალი, ორიგინალური გზების ძიებას;
  • კონფლიქტურ და კრიზისულ სიტუაციებში ორიენტირებას, ფინანსური რისკ-ფაქტორების განსაზღვრას, ანტიკრიზისული სტრატეგიის შემუშავებას და სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებას;
  • სტრატეგიული საფინანსო პოლიტიკის შემუშავებას და განხორციელებას;
  • უახლესი მიდგომებისა და მეთოდების გამოყენებით კვლევის დამოუკიდებლად დაგეგმვას და განხორციელებას

დასკვნის უნარი

მაგისტრატურის კურსდამთავრებულს შეუძლია:

  • საბანკო ბიზნესთან დაკავშირებული რთული და არასრული ინფორმაციის კრიტიკული ანალიზის საფუძველზე დასაბუთებული დასკვნების ჩამოყალიბება;
  • საბანკო ბიზნესის სფეროში მიმდინარე პროცესების და ცვლი­ლე­ბების უახლესი კვლევე­ბის შედეგებზე და უახლეს მონაცემებზე დაყრდნობით საბანკო-საფინანსო დაწესებულების საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის კრიტიკული ანალიზი, პროგ­ნო­ზების შემუშავება და დასაბუთებული დასკვნის ჩამოყალიბება;
  • კონკრეტული საფინანსო დაწესებულების განვი­თა­რების გრძელვა­დია­ნი პერსპექტივების შესახებ არგუმენტირებული დასკვ­ნე­ბის ჩამოყალიბება;
  • არსებული ბიზნეს-გარემოს შესწავლის და უახლესი კვლევების შედეგების საფუძ­ველზე საბანკო-საფინანსო დაწესებულების საინვესტიციო გადაწყვეტილებების რისკის შეფასება და ოპტიმალური საინ­ვესტიციო პორტფელის შესახებ არგუმენტირებული დასკვნის ჩა­მო­ყალიბება;
  • კომერციული ბანკების და სხვა საფიანანსო დაწესებულებების ბიზნეს-საქმიანობის შე­სა­ხებ რთული და არასრული ინფორმაციის კრიტიკული ანალი­ზისა და ბიზნეს-რისკების კვლევის შედეგად მიღებული ინფორმაციის ინოვაციური სინთეზი და ბიზნეს-საქმიანობის შესაძლებლობის, პერსპექტივების განსაზღვრა და დასაბუთება.

 
კომუნიკაციის უნარი

  • თავისი დასკვნების, არგუმენტებისა და კვლევის მეთოდების შესახებ კომუნიკაცია აკადემიურ თუ პროფესიულ საზოგადოებასთან აკადემიური პატიოსნების სტან­­დარტებისა და საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მიღწევათა გათვალის­წინე­ბით;
  • ბიზნეს-ურთიერთობების დამყარება, საქმიანი მოლაპარაკებების წარმართვა, კომუნიკაცია ბიზ­ნეს-პარტნიორებთან და კლიენტებთან, კომუნიკაციის მიზნით სხვა­­­დასხვა საშუალებების, მათ შორის, საინფორმაციო - საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, გამოყე­ნე­ბა;
  • სამუშაო ჯგუფის წევრებთან კომუნიკაცია - სამუშაოს მიზნების და ამოცანების გამოკვეთა, მოსა­ლოდნელი შედეგების აღწერა, ტრეინინგები, შესრულებული სამუშაოს შეფასება, შრომითი კონფ­ლიქ­ტების მართვა, კონფლიქტის მოგვა­რე­ბა კომუნიკაციის გზით და სათანადო ღონის­ძი­ე­ბების მომზადება;
  • ქართულ და ინგლისურ ენებზე საქმიანი მიმოწერა, დო­კუ­მენ­ტაციის შედ­გე­ნა და ორგანიზაციის საქმიანობასთან დაკავშირებული პრეზენტაციის ან/და კვლევითი პროექ­ტის და­მოუკიდებლად მომზადება საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გათვალის­წი­ნე­ბით  და დაინტერესებული პირებისთვის გაცნობა.
     

სწავლის უნარი

  • ბიზნეს-საქმიანობასთან და საბანკო მენეჯმენტთან დაკავშირებული ინოვაციური მიდ­გო­მების და მოწინავე გამოცდილების გაზიარება, უახლესი მონაცემებისა და ინფორმაციის და­მოუ­კიდებლად მოძიება და შესწავლა;
  • სწავლის პროცესის თავისებურებების გაცნობიერება და სტრატეგიულად დაგეგმვა;
  • დამოუკიდებლად ცოდნის და კომპეტენციების სრულ­ყოფა და მუდმივი განახლება, სწავლის და­მოუ­კიდებლად წარმართვა და შემდგომი (დოქტორანტურაში) სწავლის საჭიროებების ობიექტურად განსაზღვრა.


ღირებულებები

  • აფასებს თავის და სხვების დამოკიდებულებას ღირებულებებისადმი და წვლილი შეაქვს ახალი ღირებულებების დამკვიდრებაში
  • აღიარებს, იცავს დარგობრივი ეთიკის ნორმებს და აქტიურად მონაწილეობს საზოგადოდ ეთიკური  ღირებულებებისა და პრინციპების  ფორმირების პროცესში, ისწრაფვის მათ დასამკვიდრებლად.
  • აღიარებს კორპორაციული მართვის საერთაშორისო პრინციპებს, საერთაშორისო სააღრიცხვო და ფინანსური ანგარიშგების სტანდარტებს და ხელს უწყობს/მონაწილეობს მათ დამკვიდრებაში. 
Message body empty