სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული:

  • ეკონომიკის, ფინანსების, აღრიცხვის, მარკეტინგის და მენეჯმენტის ფუნდამეტურ ცნებებს; ხსნის და აანალიზებს მათ შორის კავშირს;
  • იყენებს ინფორმაციულ ტექნოლოგიებს ბიზნესპროცესების მხარდასაჭერად და რელევანტური გადაწყვეტილების მისაღებად;
  • განსაზღვრავს ბიზნესის ეთიკის, სოციალური და სამართლებრივი პასუხისმგებლობის თეორიებსა და პრაქტიკას;
  • იყენებს კვლევით (რაოდენობრივ და თვისებრივ) უნარებს ბიზნესის პრობლემების ანალიზის, აღმოჩენისა და გადაჭრის მიზნით;
  • აცნობიერებს გლობალიზაციას და აფასებს კულტურულ მრავალფეროვნებას;
  • აანალიზებს საკუთარი ბიზნესის წამოწყების გამოწვევებს; განასხვავებს  ბიზნესსტრატეგიების სახეებს და მსჯელობს მათი დაგეგმვის, განხორციელებისა და შეფასების შესახებ;
  • შეიმუშავებს პროექტს და ასაბუთებს მის განხორციელებადობას რაოდენობრივი ან/და ხარისხობრივი კვლევით და მისი შედეგების კომუნიკაციით;
  • მუშაობს ეფექტურად სხვა ინდივიდებთან მათი უნარების გაცნობირების, ინტერპერსონალური და ჯგუფური ინტერაქციის, ასევე საკუთარი უნიკალური შესაძლებლობების გაანალიზების მეშვეობით. ამგვარად, ქმნის სინერგიის ეფექტს გუნდური მუშაობის პროცესში;
  • ქმნის ბიზნესიდეას, შეიმუშავებს ბიზნესგეგმას და აქვს საკუთარი ორგანიზაციის ჩამოყალიბების და ბაზარზე შესვლის მზადყოფნა;
  • ამზადებს ნათლად გაწერილ ანალიზს და უზრუნველყოფს მის ორგანიზებულ, დასაბუთებულ და დამაჯერებელ როგორც ზეპირ, ისე წერილობით პრეზენტაციას.

Message body empty