სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

სტუდენტური კონფერენციები

სტუდენტური ონლაინ სამეცნიერო კონფერენცია

16 ივნისი
zoom.us

სტუდენტური ონლაინ სამეცნიერო კონფერენციისთვის სამეცნიერო ნაშრომების მიღება დაიწყო!

მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერი უნივერსიტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს შემდეგი მიმართულებებით:

  • ბიზნესი და ეკონომიკა
  • სამართალი
  • ჰუმანიტარულ-სოციალური მეცნიერებები
  • მედიცინა

ნაშრომების მიღების ბოლო ვადაა 22 მაისი

კონფერენციაში მონაწილეობის პირობები:

  • კონფერენციის სამუშაო ენებია: ქართული/ინგლისური.
  • ნაშრომი შესრულებული უნდა იყოს საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს სამეცნიერო ნაშრომის შესრულების სტანდარტის მიხედვით 
  • აბსტრაქტი შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენაზე.
  • ნაშრომების წარმოდგენა აუცილებელია პრეზენტაციის სახით.

მიიღება როგორც ინდივიდუალური, ასევე თანაავტორობით შესრულებული ნაშრომები (არაუმეტეს 2 თანაავტორისა. გამონაკლისი შესაძლებელია, დაშვებულ იქნას ინტერდისციპლინარული ნაშრომის შემთხვევაში).

მონაწილეს ან თანაავტორებს შეუძლიათ, წარმოადგინონ მაქსიმუმ ორი სამეცნიერო ნაშრომი. 

წარმოდგენილი ნაშრომები გაივლიან რეფერირებასა და პლაგიატზე შემოწმებას.

მონაწილეთა ნაშრომები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს აკადემიური პატიოსნების სტანდარტს. 

ყველა მიღებული ნაშრომი გამოქვეყნდება საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს საკონფერენციო მასალების კრებულში.

კონფერენციის ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი, ხოლო რეცენზირებული ნაშრომები გამოქვეყნდება კონფერენციის მოხსენებათა კრებულში.


კონფერენციის ვადები:

  • საკონფერენციო ნაშრომის საბოლოო ვარიანტი წარმოდგენილი უნდა იყოს არაუგვიანეს 2020 წლის 22 მაისი. 
  • განსაზღვრული ვადების დარღვევით გამოგზავნილი ნაშრომები არ მიიღება.
  • კონფერენციის ჩატარების თარიღი: 2020 წლის 16 ივნისი.

საკონფერენციო ნაშრომები მიიღება ელ-ფოსტაზე: [email protected]

საკონფერენციო ნაშრომის შესრულების სტანდარტები

Message body empty