არ მსურს გამოწერა

სტუდენტური კონფერენციები

ნაშრომის შესრულების წესი

სტუდენტური სამეცნიერო ნაშრომის შესრულების სტანდარტი:

აღნიშნული სტანდარტით სრულდება საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციაზე წარმოდგენილი სტუდენტთა სამეცნიერო ნაშრომები.

კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად კონკურასნტმა უნდა წარმოადგინოს სამეცნიერო ნაშრომი და აბსტრაქტი ცალკე ფაილის სახით (ნაშრომი, აბსტრაქტი ორ ენაზე).

აბსტრაქტის შესრულების წესი: 

  • აბსტრაქტის მოცულობა 100-300 სიტყვა.
  • აბსტრაქტი შესრულებული უნდა იყოს ორ ენაზე: ქართული და ინგლისური.
  • საკვანძო სიტყვები მოყვანილი უნდა იყოს ქართულ და ინგლისურ ენებზე;
  • აბსტრაქტის გაფორმებისას ისარგებლეთ შაბლონი


ნაშრომის წარმოდგენის წესი:

  • სტუდენტთა სამეცნიერო ნაშრომები მიიღება ქართულ ან ინგლისურ ენებზე;
  • ნაშრომი მოიცავს აბსტრაქტს ნაშრომის ორიგინალ ენაზე;
  • სტატიის მოცულობა: მინიმუმ 6 და მაქსიმუმ 15 გვერდი;
  • საკვანძო სიტყვები მოყვანილი უნდა იყოს ქართულ და ინგლისურ ენებზე;

სტატიის სტრუქტურა უნდა მოიცავდეს შემდეგ ნაწილებს:

  • შესავალი, რომელიც მოიცავს ნაშრომის აქტუალობას;
  • ძირითადი ნაწილი, რომელიც მოიცავს კვლევის მეთოდოლოგიასა და მიღებულ შედეგებს;
  • დასკვნითი ნაწილი, რომელიც მოიცავს მიგნებებს, შესაძლო რეკომენდაციებსა  და სამომავლო პერსპექტივებს.

ავტორის (ავტორების) სახელი, გვარი, უნივერსიტეტი, პროგრამა/სპეციალობა მოყვანილი უნდა იყოს ქართულ და ინგლისურ ენებზე;

სტატიასთან ერთად წარმოდგენილი უნდა იყოს ინფორმაცია ნაშრომის ხელმძღვანელის შესახებ და ბიბლიოგრაფია ინგლისურ ენაზე (გამოყენებული ლიტერატურის ნუსხა);

 

სტატიის  და აბსტრაქტის გაფორმების წესი: 

  • ნაშრომი გაფორმებული უნდა იყოს ჩიკაგოს აკადემიური სტილის მიხედვით;
  • შრიფტი - Sylfaen;
  • შრიფტის ზომა:  თემის სახელწოდება, მონაწილის სახელი, გვარი, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახელწოდება, აკადემიური ხარისხი, ხელმძღვანელის სახელი, გვარი - 12;  ძირითადი ტექსტი - 12. 
  • ნაშრომის შემადგენელი ნაწილების სათაურები უნდა გაფორმდეს გამუქებული ტექსტით (BOLD);
  • ციტირება უნდა განხორციელდეს ჩიკაგოს აკადემიური სტილის დაცვით

წიგნი: ავტორის გვარი, სახელი. წიგნის სახელი, ქალაქი, გამომცემლობა, თარიღი.

სტატია: ავტორის გვარი, რამდენიმე ავტორის შემთხვევაში გამოყოფილი მძიმით, “სტატიის დასახელება,“ ჟურნალის დასახელება, გამოცემის ნომერი (წელი): გვერდი.

  • სტრიქონებს შორის ინტერვალი 1,5;
  • გვერდის საზღვრები - 2,5 ყველა მხრიდან;
  • ნახაზები, გრაფიკები, სქემები და ა.შ. - ფორმატში TIFF 300 dpi; 600 dpi;
  • ფორმულები უნდა აიკრიფოს Microsoftequation 2.0 (2.1.);

სტატიის გასაფორმებლად ისარგებლეთ საქართველოს ეროვნული უნიევრსიტეტის სეუ-ს მომზადებული შაბლონი

ჩიკაგოს აკადემიური სტილის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე https://www.chicagomanualofstyle.org/home.html