ბიანუალური საერთაშორისო სტუდენტური კონფერენცია SEU ISSC 2019-ისთვის სტუდენტური სამეცნიერო ნაშრომების მიღება დაიწყო. მულტიპროფილური კონფერენცია საშუალებას აძლევს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს წარმოადგინონ სამეცნიერო ნაშრომები შემდეგი მიმართულებებით:
- ბიზნესი და ეკონომიკა
- ტურიზმი
- სამართალი
- სოციალური მეცნიერებები (ფსიქოლოგია, ჟურნალისტიკა, საერთაშორისო ურთიერთობები და სხვა)
- განათლება და ჰუმანიტარული მეცნიერებები
- ჯანდაცვა/მედიცინა
- მატემატიკა და ზუსტი მეცნიერებები
- ინჟინერია და ინფორმატიკა
სტუდენტთა სამეცნიერო ნაშრომები გაივლიან რეფერირებას.
- კონფერენციის სამუშაო ენებია: ქართული და ინგლისური.
- ნაშრომების წარმოდგენა განხორციელდება როგორც ზეპირი, ასევე პოსტერული პრეზენტაციის სახით.
- სამეცნიერო ნაშრომი წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ან ინგლისურ ენაზე.
- აბსტრაქტი წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენებზე.
- მიიღება როგორც ინდივიდუალური, ასევე თანაავტორობით შესრულებული ნაშრომები (არაუმეტეს ორი ავტორი). მონაწილეს ან მონაწილეთა ჯგუფს შეუძლია წარმოადგინოს მაქსიმუმ ორი სამეცნიერო ნაშრომი.
- დაიბეჭდება საკონფერენციოდ მიღებული ნაშრომების აბსტრაქტები.
- საუკეთესო ნაშრომები გამოქყვეყნდება უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე.
- მონაწილე სტუდენტებს კონფერენციის დასრულების ცერემონიაზე გადაეცემათ სერთიფიკატები.
- კონფერენციაზე დასწრება თავისუფალია.
- კონფერენციაში მონაწილეობა ფინანსდება საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს მიერ.
- კონფერენციაზე რეგისტრაცია (მონაწილის ელექტრონული რეგისტრაცია და სტატიის წარმოდგენა) წარმოებს 2018 წლის 28 დეკემბრის ჩათვლით.
საკონფერენციო ნაშრომის შესრულების სტანდარტები
საკონფერენციო ნაშრომები მიიღება მისამართზე [email protected]