არ მსურს გამოწერა

საგრანტო კონკურსები

სტუდენტური კვლევითი კონკურსი

სტუდენტური კვლევითი იდეების საგრანტო კონკურსი საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს ყველა საფეხურის სტუდენტებისათვის 

განაცხადების მიღების ვადები:

  • 2019 წლის  25 იანვარი
  • 2019 წლის 15 აპრილი
  • 2019 წლის 15 ივლისი
  • 2019 წლის 15 ნოემბერი

            

კონკურსში მონაწილე პირები: საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს საბაკალავრო, სამაგისტრო და ერთსაფეხურიანი პროგრამების სტუდენტები

კონკურსის ძირითადი პირობები:

  • საკონკურსო განაცხადი შესაძლებელია წარმოდგენილი იქნეს საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის მოქმედი სტუდენტებისგან შექმნილი ჯგუფის მიერ.
  • განაცხადი წარმოდგენილი უნდა იყოს უნივერსიტეტის სტუდენტური საგრანტო განაცხადის ფორმის შესაბამისად
  • წარმოადგენილი განაცხადი უნდა მოიცავდეს ჯგუფის ხედვას განსახორციელებელი კვლევის თეზისის, საკვლევი ობიექტისა და კვლევასი გამოყენებული მეთოდებისა და საშუალებების თაობაზე
  • კვლევის საგანი უნდა შეესაბამებოდეს უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებასა და წარმოდგინდეს ინტერესს შესაბამისი დარგის განვითარებისთვის
  • საკონკურსო პროექტით გათვალისწინებული სამუშაო უნდა შესრულდეს შესაბამის პირთა საავტორო უფლებების, კვლევის ეთიკისა და აკადემიური პატიოსნების ნორმების დაცვით
  • დასაშვებია კვლევის ხელმძღვანელად/მენტორად პროექტში გათვალისიწნებული იყოს უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი
  • წარმოდგენილი განაცხადები გაივლიან პირველად შეფასებას უნივერსიტეტის მიერ, ხოლოდ გამარჯვებული პროექტები გამოვლინდება საუნივერსიტეტო კვლევითი იდეების კრეათონის შედეგად.
  • კონკურსის შედეგად შექმნილი მასალა უნდა გამოიცეს უნივერსიტეტის სახელით და უნივერსიტეტს გადაეცემა ამ მასალის საკუთარი შეხედულებით გამოყენების უფლებები
  • პროექტში მონაწილე ყველა პირზე ვრცელდება უნივერსიტეტის ეთიკისა და აკადემიური პატიოსნების სტანდარტები.

 

განაცხადის ფორმა

საგრანტო აპლიკაციები მიიღება ელექტრონულ მისამართზე research@seu.edu.ge