არ მსურს გამოწერა

სასარგებლო ინფორმაცია

აკადემიური პატიოსნების სტანდარტები

წინამდებარე სტანდარტის მიზანია, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით პროცესში უზრუნველყოს აკადემიური პატიოსნების დამკვიდრება, პლაგიატის პრევენციისა და სწავლებასა და კვლევაში
სამეცნიერო მუშაობის მაღალი აკადემიური სტანდარტის დანერგვა აკადემიური პატიოსნების სტანდარტით, უნივერსიტეტი ადასტურებს, რომ აცნობიერებს, რომ სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი პროცესის მაღალ დონეზე განხორციელება წარმოუდგენელია სამეცნიერო და სტუდენტური კვლევის მაღალ აკადემიურ დონეზე უზრუნველყოფის, საავტორო უფლებათა დაცვისა და აკადემიურ სფეროში ამ მიმართულებით დამკვიდრებული მავნე მიდგომებთან ბრძოლის გარეშე აღნიშნული სტანდარტი, უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის ეთიკის კოდექსის, სტუდენტური ეთიკისა და დისციპლინარული პასუხისმგებლობის კოდექსთან, საუნივერსიტეტო საგრანტო კონკურსის წესებთან და სხვა შესაბამის ნორმებთან ერთად ქმნის საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუს აკადემიური პატიოსნების დაცვის სისტემას.

პლაგიატთან ბრძოლის პოლიტიკა

უნივერსიტეტის პლაგიატთან ბრძოლის პოლიტიკა მიმართულია:

  • პლაგიატის გამოვლენისა და თავიდან აცილების ქმედითი მექანიზმების დანერგვაზე, 
  • უნივერსიტეტში სასწავლო თუ კვლევითი საქმიანობის ნებისმიერი შედეგის აკადემიური პატიოსნების მაღალი სტანდარტის დაცვით შესრულების უზრუნველსაყოფად.
  • საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად და პლაგიატის მიმართ დამკვიდრებულ მიდგომათა შესაცვლელად უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას, იყოს მის ფარგლებში ან მისი სახელით ჩატარებული საგანმანათლებლო და კვლევით პროცესში აკადემიური პატიოსნების დაცვის გარანტი, ასევე მოახდინოს დარღვევაზე რეაგირება მის მიერ დადგენილი წესებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.


აკადემიური პატიოსნების უზრუნველყოფის ღონისძიებები

აკადემიური პატიოსნების უზრუნველყოფის საუნივერსიტეტო ღონისძიებებია:

  • აკადემიური ნაშრომების ერთიანი ელექტრონული ბაზის შექმნა,
  • სტუდენტების საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომების ერთიანი ელექტრონული ბაზის შექმნა
  • აკადემიური და სტუდენტების ნაშრომთა შეფასების გამჭვირვალობისა და საჯაროობის უზრუნველყოფა
  • პლაგიატის შესახებ ცოდნის ასამაღლებლად საინფორმაციო შეხვედრების ჩატარება
  • პლაგიატის მართვის ელექტრონული სისტემების განვითარება

პლაგიატის განმარტება

აკადემიურ პლაგიატად მიიჩნევა სხვისი ნაშრომის განზრახ მითვისება, მთლიანად ან ნაწილობრივ მისი როგორც საკუთარის, გამოყენება ან მისი მცდელობა, კერძოდ:

  • სხვისი ინტელექტუალური შრომის ნაყოფის მითვისება;
  • საკუთარი სახელით სხვისი ნამუშევარის ან მისი ნაწილის წარდგენა;
  • სხვისი ნამუშევრის გამოყენება ციტირების მოთხოვნილი წესის დაცვის გარეშე;
  • წარმოდგენილ ტექსტში სხვისი ნაშრომით სისტყვასიტყვითი ციტირება, სიტყვითი ან წინადადების წყობის ცვლილება, შინაარსის ცვლილების გარეშე,
  • სხვისი ნამუშევრიდან გამომდინარე დასკვნების მოყვანა წყაროს მითითების გარეშე


სტუდენტურ პლაგიატად მიიჩნევა სხვისი ნაშრომის განზრახ მითვისება, მთლიანად ან ნაწილობრივ მისი გამოყენება, როგორც საკუთარის, კერძოდ:

  • სტუდენტის მიერ განზრახ სხვისი ინტელექტუალური შრომის ნაყოფის მითვისება 
  • საკუთარი სახელით სხვისი ნამუშევარის ან მისი ნაწილის წარდგენა
  • სხვისი ნამუშევრის გამოყენება ციტირების მოთხოვნილი წესის დაცვის გარეშე
  • წარმოდგენილ ტექსტში სხვისი ნაშრომით სისტყვასიტყვითი ციტირება სიტყვითი ან წინადადების წყობის ცვლილება, შინაარსის ცვლილების გარეშე
  • სხვისი ნამუშევრიდან გამომდინარე დასკვნების მოყვანა წყაროს მითითების გარეშე

კონკრეტული დავალდებიდან გამომდინარე, წყაროების დამუშავება და ციტირებისადმი მოთხოვნები შეიძლება დაკონკრეტდეს.

ორიგინალური ტექსტის დაშვები რაოდენობის ზღვარი

აღნიშნული მუხლი ადგენს სტუდენტურ თუ სამეცნიერო კვლევით ნაშრომში ორიგინალური ტექსტის (ციტატების, პერეფრაზის და სხვა წყაროებიდან მოყვანილი ტექსტის გამოყენების გარეშე) მინიმალურად დასაშვები რაოდენობის ზღვარს:

სტუდენტური ნაშრომებისთვის ორიგინალური ტექსტის მინიმალურად დასაშვები ზღვარია:

  • საბაკალავრო ნაშრომისთვის, პრეზენტაციისთვის, პროექტისთვის - 50%
  • სტუდენტური სტატიის/ესსეს/საკონფერენციო ნაშრომისთვის - 75 %
  • სამაგისტრო ნაშრომისთვის/პროექტისთვის - 75%

სტუდენტური ნაშრომი, რომელიც არ შეესაბამება წინამდებარე მუხლის მოთხოვნებს არ დაიშვება შეფასებისთვის

სამეცნიერო ნაშრომებისთვის ორიგინალური ტექსტის მინიმალურად დასაშვები ზღვარია

  • სამეცნიერო სტატიისთვის, - 85%
  • სამეცნიერო გრანტისთვის - 95 %

სამეცნიერო კვლევითი ნაშრომი, რომელიც არ შეესაბამება წინამდებარე მუხლის მოთხოვნებს, არ დაიშვება შესაბამის კვლევით პროექტში.

აღნიშნული ზღვარის დაძლევა არ გამორიცხავს უნივერსიტეტის მიერ, დასაშვები რაოდენობის ორიგინალური ტექსტის მქონე ნამუშევრებიდან პრიორიტეტის მინიჭებას იმ ნამუშევრისთვის, რომელიც მეტი რაოდენობით ორიგინალურ ტექსტს შეიცავს


პლაგიატის გამოვლენის წესი და რეაგირების პროცედურები 

უნივერსიტეტში ანტიპლაგიატის კონტროლი წარმოებს პლაგიატის აღმომჩენი ელექტრონული პროგრამის - TurnItIn -ის გამოყენებით სტუდენტური ნაშრომების ანტიპლაგიატზე შემოწმებას ახორციელებს შესაბამისი ნაშრომის ხელმძღვანელი, ელექტრონული პროგრამის პირადი პროფილის საშუალებით.

პლაგიატის გამოვლენის შემთხვევაში სტუდენტური ნაშრომი არ მიიღება.

უნივერსიტეტი, ხელმძღვანელის წარდგინების საფუძველზე, უფლებამოსილია გაატაროს აკადემიური პატიოსნების ნორმების დამრღვევის მიმართ სტუდენტური ეთიკისა და დისციპლინარული პასუხისმგებლობის კოდექსით გათვალისიწნებული ღონისძიებები.

აკადემიური პერსონალისა და სხვა სამეცნიერო ნაშრომების ანტიპლაგიატზე შემოწმებას ახორციელებს უნივერსიტეტის კვლევების განვითარების სამსახური.

პლაგიატის გამოვლენის შემთხვევაში კვლევითი ნაშრომი იხსნება შესაბამისი პროექტიდან.

უნივერსიტეტი, სამსახურის წარდგინების საფუძველზე, უფლებამოსილია გაატაროს აკადემიური პატიოსნების ნორმების დამრღვევი აკადემიური პერსონალის მიმართ ეთიკისა და დისციპლინარული პასუხისმგებლობის კოდექსით

გათვალისიწნებული ღონისძიებები.

ანტიპლაგიატზე შემოწმების შედეგები ყველა შემთხვევაში ეცნობება შემოწმებული ნაშრომის ავტორს.