არ მსურს გამოწერა

ფინანსური პოლიტიკა

SEU სტიპენდია

SEU სტიპენდია  2018 წელს პირველი პრიორიტეტით ჩარიცხული სტუდენტებისთვის 

უნივერსიტეტში 2018 წელს პირველი პრიორიტეტით ჩარიცხული  ყველა   სტუდენტი სარგებლოს სტიპენდიით 77 ლარის ოდენობით  სწავლების პირველი სემესტრის განმავლობაში (15 სასწავლო კვირა), ხოლო მეორე სემესტრიდან სტიპენდიის ოდენობა განისაზღვრება  სტუდენტის წინა სემესტრის აკადემიური მოსწრების მაჩვენებლით.

იმ შემთხვევაში თუ სტუდენტს ჩარიცხვიდან ერთი წლის განმავლობაში შეუჩერდა სტუდენტის სტატუსი, მას უფლება აქვს ისარგებლოს 77 ლარიანი სტიპენდიით ერთი სასწავლო წლის განმავლობაში სტატუსის აღდგენის შემთხვევაში (იმავე სემესტრში ან იმავე წელს). თუ სტუდენტს აქტიური სტატუსის პერიოდში მიღებული ქონდა სტიპენდიის თანხის ნაწილი, სტატუსის აღდგენის შემთხვევაში, მას  მიეცემა გასული თვეების   მიუღებელი სტიპენდიის ის ოდენობა რაც გათვალისწინებული იყო 15 სასწავლო კვირის ფარგლებში.

SEU სტიპენდია (შემდგომში-სტიპენდია) გაიცემა სტუდენტზე და არ ამცირებს მის მიერ გადასახდელ სწავლის საფასურს.

სწავლის მეორე სემესტრიდან სტუდენტი, რომელიც სემესტრული შეფასებების გათვალისწინებით სარგებლობს სტიპენდიის მიღების უფლებით,  იღებს სტიპენდიას, შემდეგი  წესით:

  • სტუდენტის მიერ სემესტრში გავლილ ყველა სასწავლო დისციპლინაში (საგნებში)  91 დან 100 ქულამდე მიღების შემთხვევაში მის მიერ/მისთვის სემესტრში გადახდილი სწავლის საფასური   დაუბრუნდება უკან დარიცხული სტიპენდიის  სახით.
  • სტუდენტის მიერ სემესტრში გავლილ ყველა  სასწავლო დისციპლინაში (საგნებში) 55  დან 90 ქულამდე მიღების შემთხვევაში სტიპენდიის ოდენობა განისაზღვრება მიღებული ქულების შესაბამისად, ქულა = სტიპენდიას (მაგ.: 61 ქულა უდრის 61 ლარს, 82 ქულა უდრის 82 ლარს და ა.შ.). 
  • 55-60 ქულამდე შეფასების მიღების შემთხვევაში სტიპენდიით შეუძლია ისარგებლოს სტუდენტმა 8 სემესტრის განმავლობაში მხოლოდ ორჯერ.

სტიპენდიის ოდენობა  გამოიანგარიშება სტუდენტის მიერ  სემესტრში ყველა სასწავლო დისციპლინაში (საგნებში) მიღებული ქულების  მინიმალური შეფასებიდან.  

SEU სტიპენდიის მიღების უფლება სტუდენტს აქვს შესაბამის პროგრამაზე სწავლის გეგმური პერიოდის განმავლობაში, უნივერსიტეტის წინა აკადემიურ სემესტრში საკუთარი სწავლის შედეგების გათვალისწინებით.

SEU სტიპენდია  2018 წელს  პირველი პრიორიტეტით ჩარიცხული   სახელმწიოფო სასწავლო გრანტის მფლობელი,  ცხინვალის რეგიონიდან  და აფხაზეთიდან დევნილი,   საინგილოში მცხოვრები,   ოქრო და ვერცხლის მედალოსანი  სტუდენტებისთვის.

უნივერსიტეტში 2018 წელს პირველი პრიორიტეტით ჩარიცხული   სახელმწიოფო სასწავლო გრანტის მფლობელი,  ცხინვალის რეგიონიდან  და აფხაზეთიდან დევნილი,   საინგილოში მცხოვრები,   ოქრო და ვერცხლის მედალოსანი  სტუდენტები სარგებლობენ სტიპენდიით 77 ლარის ოდენობით  სწავლების პირველი სემესტრის განმავლობაში (15 სასწავლო კვირა), ხოლო მეორე სემესტრიდან სტიპენდიის ოდენობა განისაზღვრება  სტუდენტის წინა სემესტრის აკადემიური მოსწრების მაჩვენებლით.

იმ შემთხვევაში თუ სტუდენტს ჩარიცხვიდან ერთი წლის განმავლობაში შეუჩერდა სტუდენტის სტატუსი, მას უფლება აქვს ისარგებლოს 77 ლარიანი სტიპენდიით ერთი სასწავლო წლის განმავლობაში სტატუსის აღდგენის შემთხვევაში (იმავე სემესტრში ან იმავე წელს). თუ სტუდენტს აქტიური სტატუსის პერიოდში მიღებული ქონდა სტიპენდიის თანხის ნაწილი, სტატუსის აღდგენის შემთხვევაში, მას  მიეცემა გასული თვეების   მიუღებელი სტიპენდიის ის ოდენობა რაც გათვალისწინებული იყო 15 სასწავლო კვირის ფარგლებში.

SEU სტიპენდია (შემდგომში-სტიპენდია) გაიცემა სტუდენტზე და არ ამცირებს მის მიერ გადასახდელ სწავლის საფასურს.

სწავლის მეორე სემესტრიდან სტუდენტი, რომელიც სემესტრული შეფასებების გათვალისწინებით სარგებლობს სტიპენდიის მიღების უფლებით,  იღებს სტიპენდიას, შემდეგი  წესით:

  • სტუდენტის მიერ სემესტრში გავლილ ყველა სასწავლო დისციპლინაში (საგნებში)  91 დან 100 ქულამდე მიღების შემთხვევაში მის მიერ/მისთვის სემესტრში გადახდილი სწავლის საფასური   დაუბრუნდება უკან დარიცხული სტიპენდიის  სახით.
  • სტუდენტის მიერ სემესტრში გავლილ ყველა  სასწავლო დისციპლინაში (საგნებში) 61  დან 90 ქულამდე მიღების შემთხვევაში სტიპენდიის ოდენობა განისაზღვრება მიღებული ქულების შესაბამისად, ქულა = სტიპენდიას (მაგ.: 61 ქულა უდრის 61 ლარს, 82 ქულა უდრის 82 ლარს და ა.შ.). 
  • სტიპენდიის ოდენობა  გამოიანგარიშება სტუდენტის მიერ  სემესტრში ყველა სასწავლო დისციპლინაში (საგნებში) მიღებული ქულების  მინიმალური შეფასებიდან.  
  • SEU სტიპენდიის მიღების უფლება სტუდენტს აქვს შესაბამის პროგრამაზე სწავლის გეგმური პერიოდის განმავლობაში, უნივერსიტეტის წინა აკადემიურ სემესტრში საკუთარი სწავლის შედეგების გათვალისწინებით.

SEU სტიპენდია  2018 წელს  არა პირველი პრიორიტეტით ჩარიცხული  სტუდენტებისთვის

უნივერსიტეტში 2018 წელს არა პირველი პრიორიტეტით ჩარიცხულ  ყველა   სტუდენტს უფელა აქვს მიიღოს სტიპენდია (15 სასწავლო კვირა)  მეორე სემესტრიდან  წინა სემესტრის აკადემიური მოსწრების მაჩვენებლით.

SEU სტიპენდია (შემდგომში-სტიპენდია) გაიცემა სტუდენტზე და არ ამცირებს მის მიერ გადასახდელ სწავლის საფასურს.

სწავლის მეორე სემესტრიდან სტუდენტი, რომელიც სემესტრული შეფასებების გათვალისწინებით სარგებლობს სტიპენდიის მიღების უფლებით,  იღებს სტიპენდიას, შემდეგი  წესით:

  • სტუდენტის მიერ სემესტრში გავლილ ყველა  სასწავლო დისციპლინაში (საგნებში) 55  დან 100 ქულამდე მიღების შემთხვევაში სტიპენდიის ოდენობა განისაზღვრება მიღებული ქულების შესაბამისად, ქულა = სტიპენდიას (მაგ.: 61 ქულა უდრის 61 ლარს, 82 ქულა უდრის 82 ლარს და ა.შ.). 