სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

კარიერული სამიტი აბიტურიენტებისთვის

მიმართულება:კარიერული სამიტი
აუდიტორია: დამამთავრებელი კლასების მოსწავლეები, აბიტურიენტები
მონაწილეობის პირობა: რეგისტრაცია

პერსონალური განვითარება მუდმივი პროცესია, თუმცა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი კარიერასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებაა. გააზრებული გადაწყვეტილების მიღება ხელს უწყობს პიროვნული პოტენციალის რეალიზაციას, ჰარმონიული და დაბალანსებულ ცხოვრების შექმნას.

სამიტის ფარგლებში XI-XII კლასების მოსწავლეებსა და აბიტურიენტებს საშუალება ექნებათ კარგად გაიაზრონ საკუთარი ინტერესები, ღირებულებები და მასზე დაყრდნობით მიიღონ პირველი მნიშვნელოვანი კარიერული გადაწყვეტილება - რა მიმართულებით დაიწყონ სწავლა.

სამიტის კვირეულის განმავლობაში, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუს სხვადასხვა საგანმანათლებლო პრორგამების პროფესორები ჩაატარებენ იმიტირებულ ლექციებს სხვადასხვა სპეციალობისთვის აქტუალური თემატიკით, მოსწავლეებს საშუალება ექნებათ გაეცნონ კონკრეტულ პროფესიაზე სააუდიტორიო მუშაობის სპეციფიკას და გააკეთონ მათთვის სასურველი პროფესიის არჩევანი.

სამიტის ფარგლებში ასევე გაიმართება ემოციური ინტელექტის მასტერკლასები, რაც აბიტურიენტებს საშუალებას მისცემს გათავისუფლდნენ სტრესისგან და მშვიდად შეხვდნენ მოახლოვებულ ეროვნულ გამოცდებს.

საკონფერენციო ნაშრომის წარმოდგენის სტანდარტები
-

Message body empty