სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

კარიერული სამიტი

მომავალი HR სპეციალისტების კონკურსი

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს ადამიანური რესურსების მართვის სკოლა საერთაშორისო ახალგაზრდული HR სამიტის ფარგლებში 2019 წლის 26-30 ივნისს ატარებს მომავალი HR სპეციალისტების კონკურსს საბაკალავრო პროგრამების დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისთვის, მაგისტრანტებისთვისა და კურსდამთავრებულებისთვის..

მომავალი სპეციალისტების კონკურსი გააერთიანებს საბაკალავრო პროგრამების დამამთავრებელი კურსების სტუდენტებს, მაგისტრანტობის კანდიდატებსა და სტუდენტებს, ვისაც ჯერ არ აქვს პრაქტიკული გამოცდილება პერსონალური და ორგანიზაციული განვითარების ნაწილში და სურვილი აქვს მიიღოს საერთაშორისო განათლება და გახდეს ადამიანური კაპიტალის განვითარების პროფესიონალი.

კონკურსის საფუძველზე მოხდება მომავალი სპეციალისტების ჯგუფების ჩამოყალიბება, რომელიც სამიტის ფარგლებში იმუშავებენ კონკრეტულ ქეისებზე. შერჩეულ ჯგუფებს ვორქშოპს ჩაუტარებს ორგანიზაციული განვითარების საერთაშორისო სპეციალისტი და ქოუჩი ედუარდო გიდელი.

ვორქშოპის თემატიკა:

  • ორგანიზაციის განვითარების ფაზები
  • ორგანიზაციის ძირითადი ელემენტები და მათი მართვა
  • ცვილებების მართვა

ვორქშოპზე დასწრება მონაწილეებს საშუალებას მისცემთ მიიღონ თეორიული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება მიიღონ ორგანიზაციული განვითარების კუთხით არსებულ თანამედროვემიდგომებზე.

ვორკშოპის ფარგლებში ჩატარდება ქართველი და უცხოელი სპეციალისტების ტრენინგები და მასტერკლასები.

შერჩეულ მონაწილეთა დასწრება უზრუნველყოფილი იქნება საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტ სეუ-ს მიერ.


რეგისტრაციის ბმული:
https://docs.google.com/forms/

ვორქშოპის სამუშაო ენაა ინგლისური.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 7 ივნისი.

Message body empty