სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

როგორ ვიპოვოთ სასურველი სამუშაო

როგორ ვიპოვოთ სასურველ სამუშაო?

ყველა გზას მიმართეთ, მაგრამ ჯერ კიდევ ეძებთ სამუშაოს,  შესაძლოა უშვებდეთ ფართოდ გავრცელებული შეცდომებიდან ერთ-ერთს მაინც.

თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენც მათ რიცხვში შეხვიდეთ. სწორედ ამიტომ ვმუშაობთ ჩვენ. ამ შეცდომებისგან თავის არიდება რთული არ არის, უბრალოდ უნდა იცოდეთ რაზე ვსაუბრობთ. ასე რომ, მიჰყევით ჩვენს რჩევებს და მიმართეთ თქვენი სამუშაოს ძიების პროცესი სწორი გზით.
 

შეცდომა #1 არ იცით, რისი კეთება გსურთ

საქმე გაგიმარტივდებათ, თუ პოზიციის დასახელებამდე მაინც გაქვთ შემცირებული თქვენი სამუშაოს ძიების პროცესი (გირჩევთ, პოზიციის რამდენიმე დასახელება გამოიყენოთ ონლაინ ძიებისას).

თუმცა, სანამ საქმე შეეხება თქვენს რეზიუმეს, სამოტივაციო წერილსა თუ გასაუბრებას, გაქვთ უკვე ჩამოყალიბებული როგორი სამუშაო მოვალეობები არის თქვენთვის მისაღები? როგორია თქვენთვის იდეალური სამუშაო გარემო ან თუნდაც განრიგი? ეს მნიშვნელოვანი ასპექტია, რომელიც უკვე გააზრებული უნდა გქონდეთ, სანამ რომელიმე ვაკანტურ პოზიციაზე განაცხადს გააკეთებთ.

ჩამოწერეთ იდეები, რას ნიშნავს თქვენთვის იდეალური სამუშაო გარემო. რას უნდა მოიცავდეს იგი. შეჯერდით სულ მცირე ხუთ პასუხისმგებლობაზე, რომელიც შეეფერება თქვენს ინტერესებსა და გამოცდილებას, რასაც უნდა მოიცავდეს თქვენთვის იდეალური სამუშაო გრაფიკი და გარემო. ამის შემდეგ, შეადარეთ ეს სია იმ ვაკანტური პოზიციის აღწერილობას, რაზეც გსურთ განაცხადის გაკეთება.

რა თქმა უნდა, ძალიან გაგიჭირდებათ იდეალურად შესაბამისი პოზიციის მოძიება, თუმცა მეტ-ნაკლებად გაგიადვილდებათ ძიების პროცესი და უკეთეს შედეგს მიიღებთ.

 

შეცდომა #2 განურჩევლად ყველა სამუშაოზე დათანხმება

გონივრულია, სამუშაოს ძიებისას რამდენიმე პოზიცია განიხილოთ, რომელზე მუშაობაც მისაღები იქნება თქვენთვის, თუმცა ეს არ უნდა სცდებოდეს თქვენი კვალიფიკაციის სფეროს. ამით გაგეზრდებათ დასაქმების შანსიც.

შეეცადეთ არ გააკეთოთ განაცხადი ერთზე მეტ პოზიციაზე ერთდროულად, განსაკუთრებით, ერთიდაიგივე კომპანიაში. ეს რეკრუტერებსა და დამქირავებელ მენეჯერებს აგრძნობინებს, რომ თქვენ არ იცით რა გინდათ და უიმედოდ ხართ სამუშაოს ძიების პროცესში. რეკრუტერს თავად აქვს წვდომა მთელ ბაზაზე და თუ გადაწყვეტს განიხილოს თქვენი რეზიუმე სხვა რომელიმე პოზიციაზე, თავად შემოგთავაზებთ. ამიტომ, ერთ კომპანიაში გამოცხადებულ რამდენიმე ვაკანსიაზე რეზიუმეს გაგზავნა ამცირებს თქვენი გასაუბრებაზე დაბარების შანსს. უმჯობესია, ამოარჩიოთ თქვენთვის სასურველი და შესაფერისი კონკრეტული ერთი პოზიცია და მასზე მასზე გაგზავნოთ რეზიუმე.

თუ მაინც, დაინტერესებული ხართ ერთ კომპანიაში გამოცხადებულ ორ ვაკანსიაზე, ეს შეგიძლიათ აღნიშნოთ სამოტივაციო წერილში ან CV-ს ბოლოს.

 

შეცდომა #3 არ მოიძიეთ ინფორმაცია კომპანიის შესახებ

საკუთარი თავი რეკრუტერის ადგილას: დრო მცირე გაქვთ და გიწევთ მოკლე დროში სწორი გადაწყვეტილების მიღება თუ რომელი კანდიდატი დაიბაროთ გასაუბრებაზე.

გადაწყვეტილების მიღებისთვის გაქვთ მხოლოდ ორი ფურცელი: სამოტივაციო წერილი და რეზიუმე, უმეტეს შემთხვევაში კი მხოლოდ ეს უკანასკნელი. ენთუზიაზმისა და პროფესიონალიზმის გამო სამოტივაციო წერილში ეძებთ მტკიცებულებას, სადაც გამოჩნდება, რომ აპლიკანტმა დახარჯა დრო კომპანიის შესახებ ინფორმაციის მოძიებაში.

სამოტივაციო წერილში მხოლოდ ზოგად ინფორმაციას უთითებთ, ეს შეიძლება იყოს თქვენი გასაუბრებაზე არდაბარების მიზეზი. თითოეული სამოტივაციო წერილი უნდა შეუსაბამოთ კონკრეტულ კომპანიას. დამქირავებელი მენეჯერი ამით დაინახავს,  რომ თქვენ ნამდვილად ხართ დაინტერესებული და დროის რესურსი დახარჯეთ მათ კომპანიაზე.

დამსაქმებელზე შთაბეჭდილების მოხდენისა, კომპანიის რეპუტაციის შესახებ ინფორმაცია თავადაც გესაჭროებათ, რადგან წინასწარ შეიქმნათ წარმოდგენა თუ სად იწყებთ მუშაობას.


შეცდომა #4 ინტერვიუერისადმი ყურადღების არ გამოჩენა

მნიშვნელობის მქონეა თქვენი ყურადღებისა და დადებითი დამოკიდებულების გამოჩენა რეკრუტერისადმი. აქ იგულისხმება მადლობის გადახდა საინტერესო ინტერვიუსთვის, რომ ეს დაგეხმარებათ თქვენს კარიერულ ზრდასა და განვითარებაში. თუნდაც არ იყოთ კმაყოფილი გასაუბრებით, ეს მაინც დადებითად განაწყობს დამქირავებელს თქვენდამი.


შეცდომა #5 მხოლოდ მაშინ ეძებთ სამუშაოს, როდესაც არ ხართ დასაქმებული

უკვე დასაქმებული ხართ რატომ უნდა ეძებოთ სამუშაო? იმიტომ რომ გამოგიჩნდეთ უკეთესი შესაძლებლობა. თუ მეტ-ნაკლებად ძიების პროცესში არ იქნებით, თქვენ ამით უკეთესი შემოთავაზების შანსს კარგავთ.

შესაძლოა, როდესაც უკვე დასაქმებული ხართ, მუდმივად არ შედიოდეთ დასაქმების საიტებზე და სიახლეებს  არ ეცნობოდეთ, მაგრამ აქტიურად იღებდეთ ინფორმაციას სოციალური ქსელებიდან (მაგ: Linkedin) და ღია იყოთ ახალი შემოთავაზებებისადმი.

Message body empty