სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

გზამკვლევი საუკეთესო სამოტივაციო წერილისთვის

#1 მოიძიეთ მეტი

სამოტივაციო წერილის შექმნამდე, კარგი იქნება, თუ დროს დაუთმობთ კომპანიის შესახებ ინფორმაციის მოძიებას და იმ კონკრეტული პოზიციის შესახებ მეტის გაგებას, რაზეც აკეთებთ განაცხადს. უპრობლემოდ შეგიძლიათ გამოიყენოთ მოპოვებული ინფორმაცია წერილში.
 

#2 თქვენი სამოტივაციო წერილი უნდა ასახავდეს თქვენს პიროვნებას

თქვენი სამოტივაციო წერილი უნდა მოდიოდეს შესაბამისობაში იმ კომპანიასა და პოზიციასთან, სადაც აგზავნით რეზიუმეს. იგი უნდა ასახავდეს თქვენს პირად სტილსა და პიროვნებას.
 

#3 აირჩიეთ მოკლე და პირდაპირი სტილი

სამოტივაციო წერილის სახელწოდებიდანაც გამომდინარეობს მისი მიზანი, ადრესატს დაანახოს თქვენი მაღალი მოტივაცია. უარი თქვით ჩახვეულ და გრძელ წინადადებებზე, პირდაპირ გადადით სათქმელზე. მარტივად ახსენით რას ელოდებით და რას სთავაზობთ დამსაქმებელს. წერისას მხოლოდ მნიშვნელოვანი ახსენეთ, დეტალების განხილვა შეიძლება გასაუბრებისას. დარწმუნდით, რომ A4 ფორმატზე (ერთ გვერდზე)  დიდი არ იქნება.

 

#4 ფოკუსირდით თქვენს ძლიერ მხარეზე

თქვენი  მიზანია რეკრუტერმა მოგიწვიოთ გასაუბრებაზე. აღნიშნეთ ძლიერი მხარეები სამოტივაციო წერილში, უკეთესია თუ მას პირველ რამდენიმე წინადადებაში ახსენებთ. სუსტი მხარეები ისედაც მალე შემოწმდება.

 

#5 წერისას სულ გახსოვდეთ თქვენი CV

შეეცადეთ არ დაწეროთ სამოტივაციო წერილში ის, რაც CV-ში ისედაც გიწერიათ. წარმოაჩინეთ თქვენი თავი საინტერესოდ და ამით დამატებითი ღირებულება შესძინეთ წერილს. მიუხედავად ამისა, ნუ ახსენებთ ისეთ ტრენინგს ან სამსახურს, რაც არ შეესაბამება რეზიუმეში გადმოცემულ ინფორმაციას. სამოტივაციო წერილი და  CV ორი ისეთი დოკუმენტია, რომელიც უნდა ავსებდეს და ემთხვეოდეს ერთმანეთს.

 

#6 იპოვეთ ბალანსი - ოქროს შუალედი

რასაკვირველია, უნდა წარმოაჩინოთ თქვენი თავი დადებითი მხრიდან და დაარწმუნოთ შერჩევის სპეციალისტები, რომ თქვენ ის ხართ, ვისაც ისინი ეძებენ. მიუხედავად ამისა, ნუ იქნებით ზედმეტად თავდაჯერებული, თუმცა არც ზედმეტი მოკრძალება და თავმდაბლობა გინდათ. აირჩიეთ ოქროს შუალედი.

 

#7 ნათლად გადმოეცით თქვენი მოტივაციის შესახებ

ეს ის სამუშაოა, რაც თქვენ ნამდვილად გსურთ? მაშინ მკაფიოდ აუხსენით რეკრუტერს, რატომ უნდა აგირჩიოთ თქვენ და არა სხვა. მთელი თქვენი მონდომება გამოიყენეთ მის დასარწმუნებლად. ახსენეთ სამუშაოს შესასრულებლად საჭირო უნარები.

 

#8 ისაუბრეთ თქვენს პროფესიულ მიზნებზე.

აღწერეთ თქვენი სამომავლო მიზნები. დაანახეთ თქვენი კარიერული ამბიციები დადებითი მხრიდან. ასევე, ისაუბრეთ თქვენს მიღწევებსა და იმაზე, რითაც ამაყობთ პროფესიული კუთხით.

 

#9 გაამყარეთ თქვენი ნათქვამი

აღნიშვნა მხოლოდ იმისა, რომ ხართ ორგანიზებული და გაქვთ პასუხისმგებლობის გრძნობა, სულაც არ არის საკმარისი. შეეცადეთ არ გამოიყენოთ ფართოდ გავრცელებული ფრაზები და ახსენით რატომ ხართ ორგანიზებული. მოიყვანეთ მაგალითები.

 

#10 პირდაპირ მიმართეთ ადრესატს

იცით HR მენეჯერის სახელი? მაშინ გამოიყენეთ ეს ცოდნა და წერილში პირდაპირ მას მიმართეთ.

Message body empty