არ მსურს გამოწერა

SEU-ს სამეცნიერო ჟურნალი

SEU-ს სამეცნიერო ჟურნალის შესახებ

სამეცნიერო ჟურნალი SEU & SCIENCE“   

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ გამოსცემს სამეცნიერო ჟურნალს SEU&SCIENCE. 

უნივერსიტეტის სამეცნიერო ჟურნალი გამოიცემა 6 თვეში ერთხელ, ბიანუალური კრებულის სახით. 

კონკრეტულ სამეცნიერო ღონისძიებასთან დაკავშირებული სამეცნიერო სტატიები შესაძლებელია, გამოცემულ იქნას უნივერსიტეტის რიგგარეშე, სპეციალურ გამოცემაში. 

ჟურნალი დაყოფილია ძირითად მიმართულებებად, რომლებიც შეესაბამება უნივერსიტეტის საგანმანათლებლო საქმიანობის ძირითად მიმართულებებს.

  • ბიზნესი, ეკონომიკა, ტურიზმი 
  • სამართალი
  • სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებები 
  • მედიცინა                           

გამოსაქვეყნებელი სამეცნიერო ნაშრომები ექვემდებარება სავალდებულო რეცენზირებას (peer review).

უნივერსიტეტის სამეცნიერო ჟურნალში სტატიის განთავსება უფასოა. ნაშრომის გამოქვეყნებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი ფინანსდება უნივერსიტეტის მიერ. 

საავტორო უფლებები გამოქვეყნებულ ნაშრომზე რჩება მის ავტორებს/თანაავტორებს. უნივერსიტეტი უფლებამოსილია, ავტორთან შეთანხმების გარეშე, უსასყიდლოდ გაავრცელოს შესაბამისი სამეცნიერო გამოცემა მის მიერ შერჩეული ფორმით, გამოიყენოს იგი სამეცნიერო კვლევისა და საბიბლიოთეკო ფონდების განვითარებისთვის.

სამეცნიერო ჟურნალის მიზანია, ხელი შეუწყოს აკადემიური პერსონალის, ახალგაზრდა და გამოცდილი მეცნიერ-მკვლევარების საკომუნიკაციო სივრცის არსებობას, სამეცნიერო-შემოქმედებითი პოტენციალის განვითარებას.

ჟურნალი წარმოადგენს ღიად ხელმისაწვდომ გამოცემას, რაც ნიშნავს, რომ მისი შინაარსი სრულად ხელმისაწვდომია მომხმარებლებისათვის ყოველგვარი დამატებითი გადასახადის ან რეგისტრაციის გარეშე.

სამეცნიერო ჟურნალი „SEU & SCIENCE“ აღიარებს და იზიარებს საერთაშორისოდ აღიარებულ ღირებულებებსა და გამოცდილებას.

დაუშვებელია, ჟურნალში გამოსაქვეყნებელ ნაშრომებში პლაგიატი, ავტორმა/ავტორებმა უნდა უზრუნველყონ ნაშრომში მოცემული ინფორმაციის წყაროს ზუსტი და სწორი მითითება. სამეცნიერო ჟურნალში გამოსაქვეყნებლად წარდგენილი ყველა ნაშრომი რეცენზირებამდე მოწმდება პლაგიატის სპეციალურ პროგრამაში.  ავტორებს მოეთხოვებათ, დაიცვან ეთიკის წესები, რაც გულისხმობს წყაროს ავტორის/ავტორების სათანადო მითითებას, წყაროების სწორ გამოყენებას, ნაშრომის შემუშავებაში მონაწილე პირთა სათანადო მითითებას, პერსონალური მონაცემების პატივისცემასა და სხვა საკითხებს.

ჟურნალი ითვალისწინებს საერთაშორისო რეფერირებადი ჟურნალების კატალოგების მოთხოვნებს.