არ მსურს გამოწერა

SEU-ს სამეცნიერო ჟურნალი

ავტორთათვის

ნაშრომის გამოქვეყნება

SEU&SCIENCE არის საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს მიერ გამოცემული  მულტიდისციპლინარული ჟურნალი.

ჟურნალი SEU&SCIENCE  გამოიცემა წელიწადში ორჯერ ბეჭდური და ონლაინ სახით.

სტატიების ენა

ქართული და ინგლისური (საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციების შემთხვევაში ინგლისური).

ნაშრომის სარედაქციო მოთხოვნები

ნაშრომები შექმნილი უნდა იყოს მაღალი აკადემიური სტანდარტით, გათვალისწინებული იქნას  ყველა ის მითითება, რომელიც განსაზღვრულია ჟურნალის სარედაქციო კომიტეტის მიერ.

სამეცნიერო ჟურნალში შეიძლება გამოქვეყნდეს სხვადასხვა ორიგინალური ნაშრომი ქართულ ენაზე (ინგლისური აბსტრაქტისა და ბიბლიოგრაფიის თანხლებით), როგორიცაა სამეცნიერო სტატია, მიმოხილვა, რეცენზია მონოგრაფიაზე, სახელმძღვანელოსა და სამეცნიერო სტატიაზე, ჩატარებული კვლევის შედეგების ანგარიში და სხვ.

ჟურნალი აღიარებს და პატივს სცემს ეთიკის წესებს.

სამეცნიერო ნაშრომის შესრულების სტანდარტი

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს სამეცნიერო ჟურნალში წარმოდგენილი სამეცნიერო ნაშრომები სრულდება შემდეგი სტანდარტის მიხედვით:

ნაშრომის წარმოდგენის წესი

კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს სამეცნიერო ნაშრომი და აბსტრაქტი ცალკე ფაილის სახით;

სამეცნიერო ნაშრომები მიიღება ქართულ ენაზე, ხოლო ნაშრომის ავტორის ვინაობა, აბსტრაქტი, საკვანძო სიტყვები და ბიბლიოგრაფია ქართულ და ინგლისურ ენებზე. 

სტატია უნდა მოიცავდეს შემდეგ ნაწილებს:

  • ავტორის (ავტორების) სახელი, გვარი, უნივერსიტეტი, პროგრამა/სპეციალობა;
  • აბსტრაქტი, რომელიც მოიცავს მოკლე ინფორმაციას სტატიის შინაარსის შესახებ;
  • შესავალი, რომელიც მოიცავს ნაშრომის აქტუალობას;
  • ძირითადი ნაწილი, რომელიც მოიცავს კვლევის მეთოდოლოგიას, ნაშრომის შინაარსა და შუალედურ შედეგებს;
  • დასკვნითი ნაწილი, რომელიც მოიცავს დასკვნებს, მიგნებებს, შესაძლო რეკომენდაციებსა  და სამომავლო პერსპექტივებს.
  • ბიბლიოგრაფიას გამოყენებული ლიტერატურის შესახებ.

სტატიის მოცულობა: მინიმუმ 10 და მაქსიმუმ 20 გვერდი;

სტატიის  და აბსტრაქტის გაფორმების წესი: 

  • ნაშრომი გაფორმებული უნდა იყოს  უნივერსიტეტის მიერ დამტკიცებული აკადემიური სტილის მიხედვით;
  • შრიფტი - Sylfaen;
  • შრიფტის ზომა:  -11 
  • ნაშრომის შემადგენელი ნაწილების სათაურები უნდა გაფორმდეს გამუქებული ტექსტით (BOLD);
  • ციტირება უნდა განხორციელდეს უნივერსიტეტის მიერ დამტკიცებული აკადემიური სტილის დაცვით: იხ. აკადემიური სტილი.
  • სტრიქონებს შორის ინტერვალი 1,5;
  • გვერდის საზღვრები - 2,5 ყველა მხრიდან;
  • ნახაზები, გრაფიკები, სქემები და ა.შ. - ფორმატში TIFF 300 dpi; 600 dpi;
  • ფორმულები უნდა აიკრიფოს Microsoftequation 3.0;

წყაროების მითითების და ციტირების სტანდარტები იხ. შაბლონი

დირექტივების გაუთვალისწინებლობის შემთხევაში, ნაშრომი არ გამოქვეყნდება ან დაუბრუნდება ავტორს მათ შესაბამისობაში მოსაყვანად;

სტატიების წარდგენა უნდა მოხდეს შემდეგ მისამართზე: science@seu.edu.ge

აკადემიური სტილის მიხედვით

 შაბლონი